საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 6/13 გვ. 4
  • შეთავაზების ნიმუშები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეთავაზების ნიმუშები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2013
  • მსგავსი მასალა
  • შეთავაზების ნიმუშები
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2012
  • შეთავაზების ნიმუშები
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2011
  • შეთავაზების ნიმუშები
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2014
  • შეთავაზების ნიმუშები
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2012
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2013
km 6/13 გვ. 4

შეთავაზების ნიმუშები

ივლისის პირველ შაბათს ბიბლიის შესწავლის დაწყება

„თითქმის ყველას სურს, იცხოვროს დიდხანს და ბედნიერად. როგორ ფიქრობთ, შეუძლია მეცნიერებას და მედიცინას ისეთი რამის გამოგონება, რომ მარადიულად ვიცხოვროთ? [დაელოდე, გიპასუხოს.] ნახეთ, რა წერია აქ“. მობინადრეს აჩვენე 1 ივლისის „საგუშაგო კოშკის“ ბოლო გვერდი და ერთად განიხილეთ პირველი კითხვის ქვეშ მოცემული აბზაცი და, სულ მცირე, ერთი ბიბლიური მუხლი. შესთავაზე ჟურნალები და შეთანხმდით განმეორებით მონახულებაზე, რათა ისაუბროთ მომდევნო კითხვაზე.

შენიშვნა: ამ შეთავაზების ინსცენირება უნდა წარმოადგინოთ 6 ივლისს, სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე.

საგუშაგო კოშკი 1 ივლისი

«ბევრს, ვისაც ვესაუბრებით, თავისი რელიგია აქვს. მაგრამ სხვები ამბობენ, რომ საერთოდ დაეკარგათ რელიგიებისადმი რწმენა. თქვენ რას ფიქრობთ რელიგიაზე? [დაელოდე, გიპასუხოს.] იესომ მაგალითის მეშვეობით გვაჩვენა, თუ როგორ უნდა მივხვდეთ, რომელია ჭეშმარიტი რელიგია [წაიკითხე ლუკას 6:44ა.] ამ ჟურნალში მოხსენიებულია იმ ცუდი ნაყოფებიდან ზოგიერთი, რომლებიც „გამოაქვს“ რელიგიას. აქ ასევე მოცემულია პასუხი კითხვაზე, უნდა ვენდოთ თუ არა რომელიმე რელიგიას».

გამოიღვიძეთ! ივლისი

„ჩვენ ხალხთან ვსაუბრობთ იმაზე, თუ რამხელა პრობლემას წარმოადგენს დღეს უსამართლობა. ბევრი უსამართლობას საპროტესტო აქციებით ებრძვის. როგორ ფიქრობთ, მიაღწევენ ისინი წარმატებას, შეიცვლება რამე? [დაელოდე, გიპასუხოს.] ნახეთ, რა ცვლილებებზე საუბრობს ბიბლია. [წაიკითხე მათეს 6:9, 10.] ამ ჟურნალში განხილულია, არის თუ არა პროტესტი რეალური გამოსავალი“.

„სასიხარულო ცნობა ღვთისგან“

„ბევრი, ვისთანაც ვსაუბრობთ, გაკვირვებულია, თუ რატომ უშვებს მოსიყვარულე ღმერთი ამდენ პრობლემასა და გასაჭირს. თქვენი აზრით, თავიდანვე ჰქონდა ჩაფიქრებული ღმერთს ბოროტების არსებობა?“ [დაელოდე, გიპასუხოს.] გადაშალე ბროშურა მე-5 გაკვეთილზე; წაიკითხე და განიხილე პირველი ორი აბზაცი და დახრილი შრიფტით დაბეჭდილი ბიბლიური მუხლები. შესთავაზე ბროშურა და შეთანხმდით განმეორებით მონახულებაზე, რათა განიხილოთ მსხვილი შრიფტით დაბეჭდილი მომდევნო შეკითხვა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება