შეთავაზების ნიმუშები
ივლისის პირველ შაბათს ბიბლიის შესწავლის დაწყება
„თქვენი აზრით, ღვთისთვის ჩვენი ლოცვები ძვირფასია თუ მისთვის სულერთია, რაზე ვესაუბრებით?“. დაელოდე, გიპასუხოს. მობინადრეს აჩვენე 1 ივლისის „საგუშაგო კოშკის“ ბოლო გვერდი. შემდეგ ერთად განიხილეთ პირველი კითხვის ქვეშ მოცემული აბზაცი და, სულ მცირე, ერთი ბიბლიური მუხლი. შესთავაზე ჟურნალები და შეთანხმდით განმეორებით მონახულებაზე, რათა ისაუბროთ მომდევნო კითხვაზე.
საგუშაგო კოშკი 1 ივლისი
„ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა. თქვენი აზრით, ღმერთია პასუხისმგებელი იმ უბედურებებზე, რაც მსოფლიოში ხდება? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ წაიკითხე იაკობის 1:13.] ამ ჟურნალში ახსნილია, თუ რატომ ხდება უბედურებები და როგორ მოუღებს ღმერთი ბოლოს ბოროტებასა და ტანჯვას“.
გამოიღვიძეთ! ივლისი
„ადრე თუ გვიან ყველას ცხოვრებაში შეიძლება დატრიალდეს ტრაგედია — სტიქიური უბედურება დაატყდეს თავს, უკურნებელი სენი შეეყაროს ან საყვარელი ადამიანი დაეღუპოს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად აუცილებელია ასეთ დროს დადებითი განწყობის შენარჩუნება? [დაელოდე, გიპასუხოს.] ბევრს ამ ვითარებაში ნუგეში ბიბლიამ მოჰგვარა. [წაიკითხე რომაელების 15:4.] ამ ჟურნალში საუბარია, თუ როგორ შეიძლება ბიბლიურმა იმედმა მხნეობა შეგვმატოს ტრაგედიის პირისპირ“.