აქციე გახსენების საღამოს პერიოდი სიხარულის პერიოდად
1. რომელია ის ერთ-ერთი საშუალება, რომელსაც შეუძლია უფრო მეტი სიხარული მოგვანიჭოს გახსენების საღამოს პერიოდში?
1 გინდა უფრო მეტად გაიხარო მარტში, აპრილსა და მაისში? ერთ-ერთი საშუალება საამისოდ მსახურების გაფართოებაა; თუ შეგიძლია, იმსახურე დამხმარე პიონერად. როგორ მოგიტანს ეს უფრო მეტ სიხარულს?
2. როგორ მოაქვს მსახურების გაფართოებას უფრო მეტი სიხარული?
2 განიცადე მეტი სიხარული. იეჰოვამ იმ უნარით შეგვქმნა, რომ სიხარული და კმაყოფილება მოგვანიჭოს მისადმი თაყვანისცემამ; ეს კი მაშინ ხდება, როცა თანდაყოლილ სულიერ მოთხოვნილებებს ვიკმაყოფილებთ (მათ. 5:3). ჩვენ აგრეთვე ისე ვართ შექმნილნი, რომ ბედნიერებას გვანიჭებს გაცემა (საქ. 20:35). მსახურება ამ ორივე სფეროს მოიცავს, ღვთის თაყვანისცემასაც და ადამიანების დახმარებასაც. ბუნებრივია, რაც უფრო მეტად ვიქნებით ჩართულნი ქადაგებაში, მით მეტ სიხარულს მივიღებთ. გარდა ამისა, რაც მეტს ვქადაგებთ, მით უფრო ვხელოვნდებით ამ საქმეში და შესაბამისად, უფრო დარწმუნებულნი ვხდებით საკუთარ ძალებში და ნაკლებად ვღელავთ. შედეგი ის იქნება, რომ ქადაგების უფრო მეტი შესაძლებლობა მოგვეცემა და უფრო მეტ ბიბლიის შესწავლებსაც დავიწყებთ. ეს ყოველივე კი ჩვენს მსახურებას უფრო სასიამოვნოს გახდის.
3. რატომ იქნება მარტი და აპრილი განსაკუთრებით ხელსაყრელი თვეები დამხმარე პიონერად მსახურებისთვის?
3 დამხმარე პიონერად მსახურებისთვის მარტი და აპრილი ძალიან ხელსაყრელი თვეებია, რადგან შეგვიძლია ან 50-საათიანი გეგმით ვიქადაგოთ, ან 30-საათიანი გეგმით. გარდა ამისა, 22 მარტიდან 14 აპრილის (გახსენების საღამო) ჩათვლით მონაწილეობას მივიღებთ სასიამოვნო კამპანიაში — გავავრცელებთ მოსაწვევებს და ხალხს გახსენების საღამოზე დავპატიჟებთ. კრებებში უდიდეს სიხარულს გამოიწვევს ის, რომ ბევრი მაუწყებელი იქნება ჩაბმული ქადაგებაში ერთმანეთის მხარდამხარ, რათა რაც შეიძლება მეტი უბანი დაამუშაონ განსაზღვრულ დროში (სოფ. 3:9).
4. რა უნდა გავაკეთოთ, თუ დამხმარე პიონერად მსახურება გვსურს?
4 ახლავე დაიწყე მომზადება. გადახედე შენს განრიგს და ნახე, რის გაკეთება შეგიძლია მსახურების გასაფართოებლად ერთი ან უფრო მეტი თვის განმავლობაში. ილოცე ამ საკითხზე (იაკ. 1:5). ამის შესახებ რჩევა ჰკითხე ოჯახის წევრებსა და თანაქრისტიანებს (იგავ. 15:22). ცუდი ჯანმრთელობისა და გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, შენც იგრძნობ იმ სიხარულს, რაც დამხმარე პიონერად მსახურებას მოჰყვება.
5. რა მოჰყვება შედეგად იმას, თუ გახსენების საღამოს პერიოდში მსახურებას გავაფართოებთ?
5 იეჰოვას ძალიან უნდა, რომ მისი მსახურები ბედნიერები იყვნენ (ფსალმ. 32:11). გახსენების საღამოს პერიოდში მსახურების გაფართოება არა მარტო ჩვენ მოგვანიჭებს მეტ სიხარულს, არამედ სიხარულს მოჰგვრის ჩვენს ზეციერ მამასაც (იგავ. 23:24; 27:11).