საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 4/14 გვ. 2-3
  • „შემიკრიბე ხალხი“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „შემიკრიბე ხალხი“
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2014
  • მსგავსი მასალა
  • მოისმინე და ისწავლე
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2013
  • სულიერი კვებისა და სიხარულის დრო
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
  • იეჰოვას მოწმეების 1998 წლის საოლქო და საერთაშორისო კონგრესები „ღვთისმოსაწონი ცხოვრების გზა“
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1998
  • საოლქო კონგრესები — ჭეშმარიტების დიდი დამოწმება
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2012
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2014
km 4/14 გვ. 2-3

„შემიკრიბე ხალხი“

1. რა მსგავსებაა საოლქო კონგრესებსა და ძველად ისრაელის შეკრებას შორის?

1 ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ცოტა ხანში იეჰოვამ მოსეს მითითება მისცა, „შეეკრიბა ხალხი“ სინას მთასთან თავისი სიტყვის მოსასმენად, რათა მათ ღვთის შიში ჰქონოდათ და ესწავლებინათ თავიანთი ვაჟებისთვის (კან. 4:10—13). რა დაუვიწყარი და რწმენის შთამნერგავი იქნებოდა ეს შეხვედრა! მომდევნო თვეების განმავლობაში იეჰოვას ხალხი მისგან მითითებების მისაღებად საოლქო კონგრესებზე შეიკრიბება. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენს კეთილდღეობას მოემსახუროს იქ მოსმენილი?

2. რა უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ კონგრესისთვის?

2 მოემზადე. იეჰოვამ ისრაელებს მოუწოდა, მომზადებულიყვნენ ისტორიული შეკრებისთვის, რომელიც სინას მთასთან გაიმართებოდა (გამ. 19:10, 11). დღესაც კონგრესებზე დასასწრებად არა მარტო კონგრესის პროგრამაში მონაწილენი, არამედ თითოეული ჩვენგანიც საგულდაგულოდ უნდა მოვემზადოთ. მაგალითად, ბევრმა წინასწარ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ სამსახურიდან გაეთავისუფლოს დამსაქმებელს. შესაძლოა ნეემიას მსგავს მდგომარეობაში ხარ. ის არტაქსერქსეს სამეფო კარზე მერიქიფედ მსახურობდა. მას სურდა, დროებით შეეწყვიტა მეფის კარზე მსახურება, რათა იერუსალიმის კედლების აღდგენაში მიეღო მონაწილეობა. თუმცა იმასაც ფიქრობდა, რომ შესაძლოა მეფე უარზე დამდგარიყო. ნეემიამ გულში ილოცა, რის შემდეგაც გაბედულად აუწყა მეფეს თავისი სათხოვარი. მეფემ არათუ გაათავისუფლა ნეემია, არამედ მშენებლობის საქმეშიც დაუჭირა მხარი (ნეემ. 2:1—9). გარდა იმისა, რომ დამსაქმებელს უნდა დაეთხოვო, გაქვს წინასწარ დაგეგმილი, რით იმგზავრებ და სად დაბინავდები? უხუცესები დიდი სიამოვნებით დაგეხმარებიან ამ საკითხში. დაგეგმე, დროულად მიხვიდე კონგრესის პროგრამის თითოეულ ნაწილზე და მოემზადე, რომ „განსაკუთრებული ყურადღება მიაქციო მოსმენილს“ (ებრ. 2:1).

3. რა დაგვეხმარება, რომ გული განვაწყოთ კონგრესის პროგრამის მოსასმენად?

3 მომზადება მოიცავს კიდევ ერთ მნიშვნელოვან მხარეს, კერძოდ იმას, რომ განვაწყოთ გული მოსასმენად და სასწავლად (ეზრ. 7:10). კონგრესის პროგრამა წინასწარ განთავსდება ჩვენს ვებ-გვერდზე, მასში მოცემული იქნება თითოეული მოხსენების სახელწოდება ერთ ან ორ ძირითად ბიბლიურ მუხლთან ერთად. ეს შესანიშნავი მასალაა ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოზე განსახილველად კონგრესის წინა პერიოდში. ზოგი მაუწყებელი ჩვენი ვებ-გვერდიდან ბეჭდავს ამ პროგრამას და კონგრესის მსვლელობისას მოკლე ჩანაწერების გასაკეთებლად იყენებს.

4. როგორ დაეხმარება მოახლოებული კონგრესები მშობლებს, ასწავლონ თავიანთ შვილებს?

4 ასწავლე შვილებს. სინას მთასთან შეკრების ერთ-ერთი მიზანი ის იყო, რომ ისრაელ მშობლებს ესწავლებინათ თავიანთი შვილებისთვის (კან. 4:10). დღესაც კონგრესი მშვენიერ შესაძლებლობას აძლევს მშობლებს, ასწავლონ თავიანთ შვილებს. მათ ისინი პროგრამის მსვლელობისას გვერდში უნდა მოისვან და დაეხმარონ, ყურადღებით იყვნენ. თითოეული დღის ბოლოს და კონგრესის შემდგომ პერიოდში ოჯახური თაყვანისცემის დროს ოჯახებს შეუძლიათ ერთად განიხილონ კონგრესის პროგრამა.

5. რა მხრივ დაგვეხმარება ამ საოლქო კონგრესზე დასწრება?

5 სინას მთასთან შეკრება დაეხმარა ისრაელებს, დაეფასებინათ ღვთის ხალხად ყოფნის განსაკუთრებული პატივი (კან. 4:7, 8). მოახლოებული საოლქო კონგრესი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. სამი დღის განმავლობაში მოგვეცემა შესაძლებლობა, თავი დავაღწიოთ სატანის ხრიოკ ქვეყნიერებას და გავიხაროთ სულიერ ოაზისში გამომაცოცხლებელი და გამამხნევებელი ურთიერთობით (ეს. 35:7—9). იეჰოვას დღე უფრო და უფრო გვიახლოვდება. ამიტომ მოდი, დავესწროთ ამ შეხვედრას, რომელიც ურთიერთგამხნევებას ემსახურება (ებრ. 10:24, 25).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება