დავიხვეწოთ ქადაგებაში — უჩვენე მობინადრეს, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა წიგნის, „რას გვასწავლის ბიბლია?“, დახმარებით
რატომ არის მნიშვნელოვანი. ბევრს არ ესმის, რას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ ხალხს უსასყიდლოდ ვთავაზობთ ბიბლიის შესწავლას. ისინი შესაძლოა ფიქრობენ, რომ ბიბლიის შემსწავლელთა ჯგუფს უნდა შეუერთდნენ ან ისიც კი ჰგონიათ, რომ მათ მოწმეები დისტანციურ ანუ ონლაინ სწავლას სთავაზობენ. მობინადრეები რომ ბოლომდე გავარკვიოთ იმაში, თუ რას ვთავაზობთ, მხოლოდ შეთავაზებით კი არ შემოვიფარგლოთ, არამედ თვალსაჩინოდაც ვუჩვენოთ მათ, თუ როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა. სულ რამდენიმე წუთში კარის ზღურბლზევე შეგიძლიათ უჩვენოთ მობინადრეს, რა მარტივად მიმდინარეობს ბიბლიის შესწავლა და რამხელა ინფორმაციას იძენს ასეთი შესწავლის შედეგად ადამიანი.
კარგი იქნება, თუ ამ თვეში ასე მოიქცევი:
ილოცე და სთხოვე იეჰოვას, რომ დაიწყო ბიბლიის შესწავლა (ფილ. 2:13).
ამ თვის განმავლობაში მსახურებაში ყოფნის დროს ერთხელ მაინც უჩვენე მობინადრეს, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა წიგნის, „რას გვასწავლის ბიბლია?“, მეშვეობით ან ვიდეორგოლის, „როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა?“, დახმარებით.