რატომ უნდა გავიდეთ მსახურებაში დროულად?
სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებზე შეკრებილთ და-ძმებთან საუბარი და ურთიერთობა ძალიან გვსიამოვნებს. თუმცა შეხვედრის დასასრულ, რაც შეიძლება მალე უნდა დავტოვოთ შეხვედრის ადგილი, ვინაიდან კარგად გვესმის, რომ სამქადაგებლო საქმე არ იცდის (2 ტიმ. 4:2). რაც უფრო დიდხანს შემოვრჩებით შეხვედრის ადგილს, მით უფრო ნაკლები დრო დაგვრჩება მსახურებისთვის. და-ძმებთან ურთიერთობის საშუალება მაშინაც მოგვეცემა, როცა მათთან ერთად გავალთ მსახურებაში. თუ დროულად დავტოვებთ შეკრების ადგილს, ეს ნამდვილად იქნება იმის მაჩვენებელი, რომ გვსურს ბოლომდე დავიხარჯოთ სამქადაგებლო საქმეში და ვემსახუროთ იეჰოვა ღმერთსა და იესო ქრისტეს როგორც მონები (რომ. 12:11).