დამოწმება ლიტერატურის სტენდებითა და მაგიდებით
ლიტერატურის სტენდებითა და მაგიდებით დამოწმება ძალიან კარგი საშუალებაა, რომ ალალ-მართალმა ადამიანებმა ჭეშმარიტება გაიგონ (იოან. 6:44). სწორედ ამიტომ უხუცესებს მოუწოდებენ, რომ ორგანიზება გაუწიონ თავიანთი კრების ტერიტორიაზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგებას. ვინაიდან სტენდები ერთ ადგილზე არ არის დამონტაჟებული, შესაბამისად მათ დასადგმელად ხელისუფლებისგან ნებართვის აღება არ გვჭირდება. ვის შეუძლია იმსახუროს სტენდებთან? მაუწყებლებს, რომლებიც ავლენენ განსჯის უნარს, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი თავის ღირსეულად წარმოჩენა და საუბრის წარმართვა. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი რჩევა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მაუწყებლები, რომ სტენდთან წარმატებით იმსახურონ.