საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb17 აპრილი გვ. 2
  • გულთბილად მიიღეთ!

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გულთბილად მიიღეთ!
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2017
  • მსგავსი მასალა
  • შესანიშნავი დამოწმება
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2011
  • გულთბილად შევხვდეთ სტუმრებს
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2016
  • გულთბილად შეხვდი სტუმრებს
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2013
  • როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, ვინც გახსენების საღამოს დაესწრება?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
იხილეთ მეტი
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2017
mwb17 აპრილი გვ. 2

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

გულთბილად მიიღეთ!

ვინ უნდა მივიღოთ გულთბილად? ყველა, ვინც ესწრება ჩვენს ქრისტიანულ შეხვედრებს — პირველად მოსული თუ დიდი ხნის თანაქრისტიანი (რომ. 15:7; ებრ. 13:2). ისინი შეიძლება სხვა ქვეყნიდან სტუმრად ჩამოსული თანაქრისტიანები ან არააქტიურები იყვნენ, რომლებიც წლების შემდეგ პირველად მოვიდნენ კრების შეხვედრაზე. წარმოიდგინე, შენ როგორ იგრძნობდი თავს მათ ადგილას. განა არ დააფასებდი, თუ თბილად შეგხვდებოდნენ?! (მათ. 7:12). ნამდვილად ღირს ძალისხმევად, შეხვედრის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გამოელაპარაკო! ეს კრებაში სითბოსა და სიყვარულს შეუწყობს ხელს, რაც განადიდებს იეჰოვას (მათ. 5:16). თუმცა ყველას პირადად შეიძლება ვერ გაესაუბრო. მიუხედავად ამისა, თუ ყველა გაითვალისწინებს ზემოთ მოცემულ რჩევას, თავს უცხოდ არავინ იგრძნობს.a

ჩვენ ყოველთვის უნდა გამოვავლინოთ სტუმართმოყვარეობა და არა მხოლოდ განსაკუთრებული ღონისძიებების, მაგალითად ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს დროს. როდესაც ვინმე პირველად მოდის და ხედავს ჩვენს ქრისტიანულ სიყვარულს, ამან შეიძლება ის ღვთის განდიდებისა და წმინდა თაყვანისმცემლობაში გაერთიანებისკენ აღძრას (იოან. 13:35).

a ეს არ ეხება გარიცხულებს ან კრების უარმყოფელებს, რომლებიც კრების შეხვედრებს ესწრებიან (1 კორ. 5:11; 2 იოან. 10).

ძმა ესალმება სამეფო დარბაზში მოსულ სტუმრებს

დაეხმარე მათ, ვინც პირველად ესწრება შეხვედრას!

  • გაეცანი.

  • შესთავაზე შენ გვერდით დაჯდომა.

  • ჩაახედე ბიბლიაში და სიმღერების წიგნში.

  • შეხვედრის შემდეგ ჰკითხე, კითხვები ხომ არა აქვს.

  • შესთავაზე ბიბლიის შესწავლა, თუ ეს სიტუაციიდან გამომდინარე გონივრულია.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება