იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
გამოავლინე კარგი მანერები კართან დგომის დროს
ქრისტიანები „თეატრალურ სანახაობად“ ვართ ქცეული ქვეყნიერებისთვის (1 კორ. 4:9). ამიტომ არ გვიკვირს, რომ ზოგიერთი მობინადრე ფანჯრიდან გვაკვირდება ან კარს უკან დგას და გვისმენს. სახლებს შეიძლება ჰქონდეს სათვალთვალო კამერა და მიკროფონი, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება მობინადრე გვხედავდეს და გვისმენდეს. აგრეთვე შეიძლება კეთდებოდეს ვიდეოჩანაწერი. ქვემოთ მოყვანილი რამდენიმე რჩევა დაგვეხმარება კართან კარგი მანერების გამოვლენაში (2 კორ. 6:3).
ქცევა (ფილ. 1:27):
პატივი ეცი მობინადრეს და ნუ დაიწყებ სახლის თვალიერებას. კართან დგომის დროს ნუ დაიწყებ ჭამა-სმას, ტელეფონზე საუბარს ან შეტყობინებების გაგზავნას.
საუბარი (ეფეს. 4:29):
კართან დგომის დროს ნუ იტყვი ისეთ რამეს, რაც არ გინდა, მობინადრემ გაიგოს. ზოგმა შეიძლება ამჯობინოს, საერთოდ არ ილაპარაკოს კართან, რათა კონცენტრირება მოახდინოს შეთავაზებაზე.