ქრისტიანული ცხოვრება
იმსახურეთ პიონერად და განადიდეთ იეჰოვა!
ისრაელებს იეჰოვას განდიდების არაერთი მიზეზი ჰქონდათ. მისი წყალობით მათ ეგვიპტეს დააღწიეს თავი და ფარაონის ჯარს გადაურჩნენ (გამ. 15:1, 2). იეჰოვა მას მერეც არ აკლებდა მათ სიკეთეს. როგორ შეგვიძლია მადლიერების გამოვლენა ჩვენი ღმერთის მიმართ? (ფსალმ. 116:12).
მაგალითად, შეგიძლიათ დამხმარე ან სრული დროით პიონერად იმსახუროთ. სთხოვეთ იეჰოვას, რომ ამის სურვილიც მოგცეთ და ძალაც (ფილ. 2:13). ბევრი თავიდან დამხმარე პიონერად იწყებს მსახურებას. შეგიძლიათ მარტში, აპრილში ან იმ თვეში, როცა სარაიონო ზედამხედველის მონახულება გექნებათ, 30 ან 50-საათიანი ნორმა შეასრულოთ. როცა საკუთარ თავზე გამოსცდით, რამხელა სიხარული სდევს თან დამხმარე პიონერობას, შეიძლება პიონერად მსახურების სურვილიც გაგიჩნდეთ. პიონერად მსახურებას ისინიც კი ახერხებენ, ვინც სრულ განაკვეთზე მუშაობს ან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს (mwb16.07 8). იეჰოვა ნამდვილად იმსახურებს, თავი არ დავზოგოთ მის განსადიდებლად (1 მატ. 16:25).
უყურე ვიდეორგოლს „სამი მონღოლი და“ და უპასუხე შემდეგ კითხვებს:
რა სირთულეების გადალახვა მოუწიათ დებს იმისთვის, რომ პიონერად მსახურება დაეწყოთ?
როგორ დააჯილდოვა იეჰოვამ ისინი?
რა და რა სახის მსახურებისკენ გაუხსნა პიონერობამ მათ გზა?
რა გავლენა იქონია მათმა კარგმა მაგალითმა სხვებზე?