საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb23 იანვარი გვ. 7
  • მოემზადეთ გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევებისთვის

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მოემზადეთ გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევებისთვის
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2023
  • მსგავსი მასალა
  • ნუღარ გადადებ!
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2010
  • იცი, რომელი ალტერნატიული საშუალება გამოიყენო?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2009
  • იცი, რომელი ალტერნატიული საშუალება გამოიყენო?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2011
  • იცი, როგორ მოიქცე, თუ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგჭირდა?
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2012
იხილეთ მეტი
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2023
mwb23 იანვარი გვ. 7

ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

მოემზადეთ გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევებისთვის

რატომ უნდა მოემზადოთ? გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ჰოსპიტალიზაცია შეიძლება მოულოდნელად დაგჭირდეთ. თუმცა შეგიძლიათ დღესვე მოემზადოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში საუკეთესო სამედიცინო დახმარება მიიღოთ. თუ თადარიგს დაიჭერთ, ცხადყოფთ, რომ აფასებთ სიცოცხლეს და იზიარებთ იეჰოვას თვალსაზრისს სისხლთან დაკავშირებით (საქ. 15:28, 29).

როგორ უნდა მოემზადოთ?

  • ილოცეთ და დაკვირვებით შეავსეთ სამედიცინო მინდობილობა.a მონათლულ ქრისტიანს შეუძლია ლიტერატურაზე პასუხისმგებელ ძმას გამოართვას სამედიცინო მინდობილობა ან ბავშვებისთვის განკუთვნილი საიდენტიფიკაციო ბარათი (ic).

  • თუ ბავშვს ელოდებით, შეგიძლიათ უხუცესებს სთხოვოთ დოკუმენტი „ინფორმაცია ორსულებისთვის“ (S-401). ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ, სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებით როგორც ორსულობის, ისე მშობიარობის პერიოდში.

  • თუ საავადმყოფოში დაწოლას ან ისეთი სამედიცინო პროცედურის ჩატარებას აპირებთ, რომლის დროსაც შეიძლება სისხლის გადასხმის საკითხი დადგეს, წინასწარ შეატყობინეთ თქვენი კრების უხუცესებს. ჩააყენეთ საავადმყოფოს ადმინისტრაცია საქმის კურსში, რომ მოგინახულებთ იეჰოვას მოწმეთა წარმომადგენელი.

რა მხრივ დაგეხმარებიან უხუცესები? ისინი დაგეხმარებიან სამედიცინო მინდობილობის შევსებაში. თუმცა მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით თქვენ მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ და ვერც თავიანთ მოსაზრებას გაგიზიარებენ ისეთ საკითხებზე, რაც პირადი გადასაწყვეტია (რომ. 14:12; გალ. 6:5). როცა უხუცესებს შეატყობინებთ, რომ მკურნალობის დროს შეიძლება სისხლის გადასხმის საკითხი წამოიჭრას, ისინი დაუყოვნებლივ დაუკავშირდებიან საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტს.

რა მხრივ დაგეხმარებათ საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტი? ამ კომიტეტში მომსახურე ძმებს გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი, თუ როგორ აუხსნან სამედიცინო და იურიდიული სფეროების წარმომადგენლებს სისხლთან მიმართებით ჩვენი რელიგიური შეხედულება. ისინი ექიმებს ალტერნატიულ მეთოდებს გააცნობენ. საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებიან ისეთი ექიმის მოძებნაში, რომელიც თანამშრომლობს ამ კომიტეტებთან.

ᲣᲧᲣᲠᲔᲗ ᲕᲘᲓᲔᲝᲠᲒᲝᲚᲡ „ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲓᲐᲕᲬᲧᲕᲘᲢᲝᲗ ᲛᲙᲣᲠᲜᲐᲚᲝᲑᲘᲡᲐᲡ ᲡᲘᲡᲮᲚᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ“, ᲓᲐ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲗ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘᲗᲮᲕᲐᲡ:

  • როგორ დაგეხმარებათ ვიდეოში მოცემული ინფორმაცია, წინასწარ მოემზადოთ გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევებისთვის, რომლის დროსაც შეიძლება სისხლის გადასხმის საკითხი დადგეს?

a წიგნის „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ 39-ე გაკვეთილი დაგეხმარებათ, მიიღოთ გადაწყვეტილებები სისხლის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ᲛᲖᲐᲓ ᲮᲐᲠᲗ?

თუ მკურნალობას აპირებთ და ფიქრობთ, რომ შეიძლება სისხლის გადასხმის საკითხი დადგეს . . .

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება