საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wp22 № 1 გვ. 14-15
  • სიძულვილი წარსულს ჩაჰბარდება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სიძულვილი წარსულს ჩაჰბარდება
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2022
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲠᲘᲡᲒᲐᲜ ᲒᲐᲒᲕᲐᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲡ ᲦᲛᲔᲠᲗᲘ?
  • ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲠᲔᲛᲝᲨᲘ ᲕᲘᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲗ?
  • რატომ სძულთ ასე ძლიერ ადამიანებს ერთმანეთი?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2022
  • ჩვენ გავიმარჯვებთ სიძულვილზე!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2022
  • შესავალი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2022
  • ოქტ.—დეკ. რატომ ამდენი სიძულვილი?
    გამოიღვიძეთ! — 1997
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2022
wp22 № 1 გვ. 14-15

სიძულვილი წარსულს ჩაჰბარდება

სიძულვილი საბოლოოდაც რომ ამოვიძირკვოთ გულიდან, სხვების ფიქრებსა და მოქმედებებს ვერ გავაკონტროლებთ. კვლავაც იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ ეყვარებათ სხვები და ზიანს მიაყენებენ მათ. ამიტომ ჩნდება კითხვა: ნუთუ არ არსებობს გამოსავალი?

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღმერთს შესწევს ძალა, სიძულვილს ერთხელ და სამუდამოდ მოუღოს ბოლო. ძალიან მალე ის სიძულვილის ყოველგვარ კვალს წაშლის (იგავები 20:22).

ᲠᲘᲡᲒᲐᲜ ᲒᲐᲒᲕᲐᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲡ ᲦᲛᲔᲠᲗᲘ?

  1. 1. ᲡᲐᲢᲐᲜᲘᲡ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲘᲡᲒᲐᲜ. ყოველგვარი სიძულვილის თავიდათავი ბოროტი ანგელოზი, სატანა ეშმაკია. ღმერთი ბოლოს მოუღებს სატანას და ყველას, ვინც მის გავლენაშია (ფსალმუნი 37:38; რომაელები 16:20).

  2. 2. ᲡᲘᲫᲣᲚᲕᲘᲚᲘᲗ ᲡᲐᲕᲡᲔ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲔᲠᲔᲑᲘᲡᲒᲐᲜ. ღმერთი ძირფესვიანად აღმოფხვრის სიძულვილის გამომწვევ მიზეზებს. ის ბოლოს მოუღებს კორუმპირებულ მაღალჩინოსნებსა და რელიგიურ ლიდერებს, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით სიძულვილის გაღვივებაში; აგრეთვე კომერციულ სისტემას, რომელიც ყვლეფს და ექსპლუატაციას უწევს ხალხს (2 პეტრე 3:13).

  3. 3. ᲐᲠᲐᲡᲠᲣᲚᲧᲝᲤᲘᲚᲔᲑᲘᲡᲒᲐᲜ. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილების გამო უარყოფითი ფიქრებისკენ და არასწორი საქციელისკენ ვართ მიდრეკილნი (რომაელები 5:12). სწორედ ცოდვილი ბუნების ბრალია, რომ წყენას გულში ვიტოვებთ და სიძულვილს გამოვხატავთ სხვების მიმართ. საბედნიეროდ, ღმერთი მალე გაგვათავისუფლებს ცოდვისა და არასრულყოფილებისგან და საბოლოოდ ამოძირკვავს სიძულვილს ჩვენი გულებიდან (ესაია 54:13).

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲠᲔᲛᲝᲨᲘ ᲕᲘᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲗ?

  1. 1. ᲐᲦᲐᲠᲐᲕᲘᲜ ᲒᲐᲮᲓᲔᲑᲐ ᲣᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲑᲘᲡ ᲛᲡᲮᲕᲔᲠᲞᲚᲘ. ღვთის სამეფოს მმართველობის დროს დედამიწაზე სამართლიანობა აღდგება (დანიელი 2:44). აღარავის ექნება წინასწარშექმნილი აზრი და შეუწყნარებელი დამოკიდებულება. ღმერთი საბოლოოდ წაშლის უსამართლობის ყოველგვარ კვალს (ლუკა 18:7).

  2. 2. ᲧᲕᲔᲚᲐ ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲘᲐᲜᲐᲓ ᲘᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲡ. აღარავინ შეეწირება ძალადობას და ომებს (ფსალმუნი 46:9). დედამიწაზე მხოლოდ მშვიდობისმყოფელი ხალხი იცხოვრებს (ფსალმუნი 72:7).

  3. 3. ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲘ ᲡᲠᲣᲚᲧᲝᲤᲘᲚ ᲒᲐᲠᲔᲛᲝᲨᲘ ᲛᲐᲠᲐᲓᲘᲣᲚᲐᲓ ᲘᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲔᲜ. მოყვასის მიმართ ყველა სიყვარულს გამოავლენს (მათე 22:39). აღარავის აუფორიაქებს სულს უარყოფითი ფიქრები თუ ცუდი მოგონებები (ესაია 65:17). სიძულვილისგან საბოლოოდ გათავისუფლებული ადამიანები „გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:11).

თქვენც გსურთ ასეთ გარემოში ცხოვრება? ბიბლიური პრინციპების გამოყენება მილიონობით ადამიანს დაეხმარა, გაემარჯვა სიძულვილზე (ფსალმუნი 37:8). განსხვავებული წარმომავლობისა თუ კულტურის მიუხედავად იეჰოვას მოწმეები სიყვარულითა და ერთობით გამოირჩევიან (ესაია 2:2—4).

დიაგრამაზე ნაჩვენებია დადებითი თვისებები: სიყვარული, მშვიდობა, მოთმინება, თავშეკავება; აგრეთვე უარყოფითი თვისება, სიძულვილი.

იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით გაგიზიარებენ ღვთის სიტყვიდან ნასწავლს. ბიბლიური იმედი და მასში ჩაწერილი რჩევები დაგეხმარებათ, მწვავე რეაქცია არ გქონდეთ უსამართლობასა და დისკრიმინაციაზე, გათავისუფლდეთ სიძულვილისგან და გული სიყვარულით აივსოთ. ღვთის სიტყვიდან გაიგებთ, როგორ გამოავლინოთ სიკეთე, როგორ მოერიოთ შურისძიების სურვილის; და რაც მთავარია, რა უნდა გააკეთოთ, რომ ღვთის მმართველობის დროს თქვენც იყოთ მათ შორის, ვინც საბოლოოდ გაიმარჯვებს სიძულვილზე (ფსალმუნი 37:29). თუ ზემოთქმულს გაითვალისწინებთ, დღესვე გექნებათ სხვებთან უკეთესი ურთიერთობა და თავს გაცილებით ბედნიერად იგრძნობთ.

შეისწავლეთ ბიბლია იეჰოვას მოწმეებთან ან ვებგვერდზე jw.org გაეცანით ბროშურას, „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება