საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wp22 № 1 გვ. 10-11
  • 3 | გულიდან ამოიძირკვეთ სიძულვილი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 3 | გულიდან ამოიძირკვეთ სიძულვილი
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2022
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლიაში ნათქვამია:
  • რას ნიშნავს ეს სიტყვები:
  • როგორ დაგეხმარებათ ეს პრინციპი:
  • „მადლითა და ძალით სავსე სტეფანე“
    საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
  • სტეფანეს ჩაქოლვა
    ბიბლიური მოთხრობები
  • როგორ გავთავისუფლდეთ სიძულვილისგან?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2022
  • ჩვენ გავიმარჯვებთ სიძულვილზე!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2022
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2022
wp22 № 1 გვ. 10-11
თეთრკანიანი მამაკაცი წარმოიდგენს, როგორ ართმევს ხელს შავკანიან მამაკაცს. მათ ჩრდილებზე ჩანს, როგორ ავლენენ ერთმანეთის მიმართ აგრესიას.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲕᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲓᲔᲗ ᲡᲘᲫᲣᲚᲕᲘᲚᲘᲡᲒᲐᲜ?

3 | გულიდან ამოიძირკვეთ სიძულვილი

ბიბლიაში ნათქვამია:

„შეიცვალეთ აზროვნება და გარდაიქმენით, რათა ჩასწვდეთ ღვთის ნებას, რომელიც კარგი, მოსაწონი და სრულყოფილია“ (ᲠᲝᲛᲐᲔᲚᲔᲑᲘ 12:2).

რას ნიშნავს ეს სიტყვები:

ღმერთისთვის სულერთი არ არის ჩვენი ფიქრები და მოტივები (იერემია 17:10). სიძულვილი გულიდან და გონებიდან იღებს სათავეს, ამიტომ გაცილებით მეტი გვმართებს, ვიდრე უბრალოდ სიძულვილის გამომხატველი სიტყვებისა თუ საქმეებისგან თავის შეკავება. დაუყოვნებლივ უნდა მოვიშოროთ უარყოფითი ფიქრები, რომლებმაც შეიძლება სიძულვილი გააღვივოს ჩვენს გულში. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ, გარდავიქმნათ და მთლიანად გავთავისუფლდეთ ამ მანკიერებისგან.

როგორ დაგეხმარებათ ეს პრინციპი:

დაფიქრდით, რა დამოკიდებულება გაქვთ სხვების მიმართ. მაგალითად, როგორ უყურებთ სხვა ეროვნების ან წარმომავლობის ადამიანებს. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რატომ ვარ უარყოფითად განწყობილი ამ ხალხის მიმართ? პირადად მე შევნიშნე მათში რაიმე ცუდი თუ სხვების გავლენაში ვარ მოქცეული? წინასწარშექმნილი აზრი ხომ არ მაქვს მათ მიმართ? შეეცადეთ, ამ კითხვებს გულწრფელად უპასუხოთ. ნუ გაეცნობით სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენით დაწერილ პოსტებს. მოერიდეთ ისეთ ფილმებსა თუ გართობის სახეობებს, რომლებიც ძალადობისა თუ სიძულვილის ელემენტებს შეიცავს.

ღვთის სიტყვა დაგეხმარებათ, შეიცვალოთ აზროვნება და გულიდან ამოიძირკვოთ სიძულვილი.

ყოველთვის ადვილი არ არის, ობიექტურად შევაფასოთ საკუთარი თავი. მაგრამ ღვთის სიტყვა დაგვეხმარება, გამოვარკვიოთ ჩვენი გულის აზრები და ზრახვები (ებრაელები 4:12). ამიტომ გამოიკვლიეთ ღვთის სიტყვა. შეადარეთ მასში ჩაწერილი აზრები თქვენს აზრებს და ყველანაირად ეცადეთ, რომ ღვთისმოსაწონი აზროვნება განივითაროთ. ბიბლია დაგეხმარებათ, გულიდან ამოიძირკვოთ სიძულვილი, რომელიც შეიძლება ღრმად იყოს ფესვგადგმული (2 კორინთელები 10:4, 5).

რეალური შემთხვევა

სტეფანმა შეიცვალა აზროვნება

სტეფანი

სტეფანი და მისი ოჯახი მტრულ დამოკიდებულებას გრძნობდნენ თეთრკანიანების მხრიდან. ის ერთ-ერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას შეუერთდა, რომელიც სამოქალაქო უფლებების მოსაპოვებლად აგრესიულად მოქმედებდა. სტეფანი გვიყვება: „ერთხელ კინოთეატრში მეგობრებთან ერთად ვუყურე ფილმს, რომელიც შეერთებულ შტატებში აფრიკელი მონების ტანჯვა-წამების ისტორიას ასახავდა. ამ უსამართლობით განრისხებულები დარბაზში მყოფ თეთრკანიან ახალგაზრდებს დავესხით თავს. შემდეგ თეთრკანიანების უბანში წავედით, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გვეცემა“.

სტეფანს აზროვნების შეცვლაში ბიბლიის შესწავლა დაეხმარა. ის განაგრძობს: „რადგან ყველგან რასობრივ სიძულვილს ვხედავდი, მხიბლავდა იეჰოვას მოწმეების ურთიერთდამოკიდებულება. მაგალითად გავოცდი, როცა თეთრკანიანმა მოწმემ, რომელიც დროებით საზღვარგარეთ წავიდა, შვილები შავკანიანთა ოჯახს დაუტოვა“. სტეფანი დარწმუნდა, რომ იეჰოვას მოწმეები ჭეშმარიტი ქრისტიანები იყვნენ, რადგან იესოს სიტყვების თანახმად, ერთმანეთისადმი ნამდვილ სიყვარულს ავლენდნენ (იოანე 13:35).

სტეფანი გვიამბობს, რომ რომაელების 12:2-ში ჩაწერილმა სიტყვებმა მასში გარდატეხა მოახდინა და სიძულვილზე გაამარჯვებინა. „ბიბლიის შესწავლასთან ერთად ვხვდებოდი, რომ აზროვნება უნდა შემეცვალა. იმდენად უნდა გარდამექმნა გონება, რომ მხოლოდ მშვიდობისმყოფელი კი არ უნდა გავმხდარიყავი, არამედ უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ ეს ცხოვრების საუკეთესო გზა იყო“, — დასძენს სტეფანი. ორმოც წელზე მეტია, მას ბედნიერი და აზრით აღსავსე ცხოვრება აქვს. მის გულში სიძულვილის ნატამალიც კი აღარ არის.

სტეფანის ბიოგრაფიის წაკითხვა შეგიძლიათ 2015 წლის 1-ლი ივლისის „საგუშაგო კოშკში“, გვ. 10, 11.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება