საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w23 აგვისტო გვ. 18-გვ. 19 აბზ. 3
  • მკითხველთა შეკითხვები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მკითხველთა შეკითხვები
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
  • მსგავსი მასალა
  • „განიწმინდოს შენი სახელი“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2020
  • იეჰოვა განადიდებს თავის სახელს
    ღვთის სამეფო მმართველობს!
  • ყველაზე მნიშვნელოვანი სახელი ჩვენთვის
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • ყველაზე მნიშვნელოვანი სახელი იესოსთვის
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
w23 აგვისტო გვ. 18-გვ. 19 აბზ. 3
ახალ ქვეყნიერებაში ანგელოზები და ადამიანები სიხარულით სცემენ თაყვანს იეჰოვას და დიდებას მიაგებენ მას მისი ზეციერი ეტლისკენ შებრუნებულნი.

ღვთის სახელი მარადიულად იქნება განდიდებული.

მკითხველთა შეკითხვები

როგორ მოჰფინა ნათელი ღვთის სახელის განწმენდისა და უზენაესობის საკითხებს 2020 წლის ივნისის „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილმა სტატიამ „განიწმინდოს შენი სახელი“?

სტატიიდან „განიწმინდოს შენი სახელი“ გავიგეთ, რომ სინამდვილეში ყველა გონიერი ქმნილება მხოლოდ ერთი საკამათო საკითხის წინაშე დგას, რომელიც ღვთის დიდებული სახელის განწმენდას ეხება. ეს საკამათო საკითხი აერთიანებს, ერთი მხრივ, უზენაესობის საკითხს ანუ იმას, არის თუ არა იეჰოვას მმართველობა საუკეთესო, და, მეორე მხრივ, იეჰოვასადმი ადამიანების ერთგულების საკითხს.

ქვემოთ განვიხილავთ სამ მიზეზს, თუ რატომ მივედით იმ დასკვნამდე, რომ საკამათო საკითხი, ძირითადად, ღვთის სახელსა და მის განწმენდას ეხება.

გველი ევას ესაუბრება.

ედემის ბაღში სატანამ ცილი დასწამა იეჰოვას და იმ დროიდან მოყოლებული შეურაცხყოფს მის სახელს.

პირველი, სატანამ ღვთის სახელი შეურაცხყო ანუ მისი რეპუტაცია შებღალა. ედემის ბაღში მან ცბიერული კითხვა დაუსვა ევას, რითაც აფიქრებინა, რომ იეჰოვა მათ რაღაც კარგს უმალავდა და ზედმეტად მკაცრ მოთხოვნებს უყენებდა. ამის შემდეგ სატანა ღიად დაუპირისპირდა იეჰოვას და ის მატყუარა გამოიყვანა. მან ცილი დასწამა იეჰოვას და გახდა „ეშმაკი“, რაც „ცილისმწამებელს“ ნიშნავს (იოან. 8:44). ევამ დაიჯერა სატანის სიცრუე და ეურჩა იეჰოვას ანუ ღვთის უზენაესობის წინააღმდეგ წავიდა (დაბ. 3:1—6). იმ დღიდან მოყოლებული სატანა იეჰოვას შესახებ ათასგვარ სიცრუეს ავრცელებს და ღვთის სახელს შეურაცხყოფს. ხშირ შემთხვევაში ისინი, ვინც სატანის სიცრუეს იჯერებენ, ისეთ რამეს სჩადიან, რაც ღვთის ნებას ეწინააღმდეგება. ამგვარად ღვთის სახელის შეურაცხყოფა ბოროტებისა და ადამიანთა ტანჯვის მთავარი მიზეზი გახდა. ამიტომ რა გასაკვირია, რომ ღვთის ხალხი მისი სახელის შეურაცხყოფას უდიდეს უსამართლობად მიიჩნევს.

მეორე, იეჰოვამ გადაწყვიტა, განწმინდოს თავისი სახელი ანუ რეპუტაცია აღიდგინოს, რადგან თავისი ქმნილებების კეთილდღეობა აღელვებს. ეს მისთვის უმთავრესი საკითხია. ამიტომაც ამბობს: „განვწმენდ ჩემს დიდებულ სახელს“ (ეზეკ. 36:23). ღვთის სახელის განწმენდა მისი ერთგული მსახურებისთვისაც უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს, რაც მათი ლოცვებიდანაც უნდა გამოჩნდეს. იესომ სწორედ ამას გაუსვა ხაზი, როცა მოწაფეებს მოუწოდა, ღვთისთვის ეთხოვათ: „განიწმინდოს შენი სახელი“ (მათ. 6:9). ბიბლიაში არაერთგან ესმება ხაზი ღვთის სახელის განდიდების აუცილებლობას. მაგალითად, მასში ნათქვამია: „განადიდეთ იეჰოვა მისი სახელის გამო“ (1 მატ. 16:29; ფსალმ. 96:8), „უგალობეთ მის დიდებულ სახელს“ (ფსალმ. 66:2), „მარადიულად განვადიდებ შენს სახელს“ (ფსალმ. 86:12). ერთხელ, როცა ზეციდან იეჰოვას ხმა გაისმა, იესომ თქვა: „მამა, განადიდე შენი სახელი!“, რაზეც იეჰოვამ ასეთი პასუხი გასცა: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ“ (იოან. 12:28).a

მესამე, იეჰოვას სურვილია, რომ მისი სახელი მარადიულად იყოს განდიდებული. დაფიქრდით: რა მოხდება მას შემდეგ, რაც ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის მიწურულს კაცობრიობა საბოლოო გამოცდას ჩააბარებს? კვლავაც იქნება საკამათო ანგელოზებისა თუ ადამიანებისთვის ღვთის სახელის განწმენდის საკითხი? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, გავიხსენოთ, კიდევ რა ორ საკითხს მოიცავს ღვთის სახელის განწმენდა. ესენია: ადამიანების ერთგულება და ღვთის უზენაესობა. გაუჭირდებათ იმ დროს ღვთის მორჩილ ადამიანებს ერთგულების შენარჩუნება? არა, ისინი ხომ გასრულყოფილებულები და ბოლომდე გამოცდილები იქნებიან. მათ მარადიული სიცოცხლეც ექნებათ გარანტირებული. ღვთის უზენაესობაზე რაღას ვიტყვით? იმ დროს საჭირო აღარ იქნება ღვთის მმართველობის კანონიერების დამტკიცება, რადგან ყველა ქმნილება, ზეცაში თუ დედამიწაზე, აღიარებს, რომ მისი მმართველობა საუკეთესოა. მაგრამ რისი თქმა შეიძლება ღვთის სახელზე?

იმ დროისთვის ღვთის სახელი სრულიად განწმენდილი იქნება. თუმცა მისი მსახურებისთვის ის მნიშვნელობას არასდროს დაკარგავს. რატომ ვამბობთ ამას? იმიტომ, რომ ისინი ამის შემდეგაც მუდმივად გახდებიან იეჰოვას გასაოცარი საქმეების მოწმენი. დაფიქრდით: როცა იესო თავმდაბლად გადასცემს მამას სამეფოს, ღმერთი გახდება ყველაფერი ყველასთვის (1 კორ. 15:28), ადამიანები კი გაიხარებენ „ღვთის შვილთა დიდებული თავისუფლებით“ (რომ. 8:21). იეჰოვა ბოლომდე შეასრულებს თავის განზრახვას და ერთ დიდ ოჯახად გააერთიანებს ყველა თავის გონიერ ქმნილებას ზეცაში თუ დედამიწაზე (ეფეს. 1:10).

რისკენ აღძრავს ეს ყველაფერი ანგელოზებსა და ადამიანებს? ეჭვგარეშეა, თითოეულს გვექნება იმის ძლიერი სურვილი, რომ ხოტბა შევასხათ ღვთის დიდებულ სახელს. აი რა დაწერა დავითმა ღვთის შთაგონებით: „კურთხეული იყოს იეჰოვა ღმერთი . . . მარადიულად იდიდოს მისმა დიდებულმა სახელმა“ (ფსალმ. 72:18, 19). ჩვენ მთელი მარადიულობა არ დაგველევა მისი განდიდების მიზეზები.

ღვთის სახელი მრავლისმეტყველია და იეჰოვას მთელ პიროვნებას მოიცავს. თუმცა, უმთავრესად, მის გაგონებაზე სიყვარული გვახსენდება (1 იოან. 4:8). ჩვენ არასდროს დავივიწყებთ იმას, რომ იეჰოვა სწორედ სიყვარულმა აღძრა, ჩვენთვის სიცოცხლე ეჩუქებინა, გამოსასყიდი გაეღო და დაემტკიცებინა, რომ სამართლიანი მმართველია. ჩვენ მთელი მარადიულობის განმავლობაშიც არაერთხელ გავხდებით ღვთის სიყვარულის მოწმენი, რაც აღგვძრავს, უფრო მეტად დავუახლოვდეთ მას და ხოტბა შევასხათ მის დიდებულ სახელს (ფსალმ. 73:28).

a ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ იეჰოვა „თავისი სახელის გულისთვის“ მიუძღვის თავის ხალხს, დახმარების ხელს უწვდის, იხსნის, პატიობს და სიცოცხლეს უნარჩუნებს (ფსალმ. 23:3; 31:3; 79:9; 106:8; 143:11).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება