საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wp25 № 1 გვ. 3
  • ომის საშინელება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ომის საშინელება
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2025
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ᲯᲐᲠᲘᲡᲙᲐᲪᲔᲑᲘ
  • ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲘᲐᲜᲘ ᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲔᲔᲑᲘ
  • როგორ შეგიძლიათ დღესვე იგრძნოთ შინაგანი სიმშვიდე?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2025
  • უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ — რა იმედს გვისახავს ბიბლია?
    სხვადასხვა
  • ომებზე დახარჯული ტრილიონები – რა ფასს იხდის მსოფლიო სინამდვილეში?
    სხვადასხვა
  • ომის მძიმე შედეგები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2025
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2025
wp25 № 1 გვ. 3
ფოტოკოლაჟი: 1) სურათის ნაგლეჯზე ჩანს ჯარისკაცის თვალები; 2) სურათის ნაგლეჯზე ჩანს ასაკოვანი ქალის თვალები.

ომის საშინელება

ცოტა რამ თუ აყენებს ადამიანს ისეთ დიდ ზიანს, როგორსაც ომი და შეიარაღებული კონფლიქტი. ომის საშინელი შედეგები საკუთარ თავზე უამრავმა ჯარისკაცმა თუ მშვიდობიანმა მოქალაქემ გამოსცადა. ვნახოთ, რას ამბობს ზოგიერთი მათგანი.

ᲯᲐᲠᲘᲡᲙᲐᲪᲔᲑᲘ

„ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხედავ დახოცილებს და დაშავებულებს. სულ შიშში ხარ. არ იცი, რა მოხდება“ (გარი, ბრიტანეთი).

„ბრძოლის დროს მძიმედ დამჭრეს. ჭრილობები სახის და ზურგის არეშიც მქონდა. თვალებიდან არ ამომდის, როგორ ხოცავდნენ ადამიანებს. არც ბავშვებს ინდობდნენ და არც ხანდაზმულებს. ომი ცივსისხლიან და გულქვა ადამიანად გაქცევს“ (ვილმარი, კოლომბია).

„რთულია, გონებიდან ამოიგდო ის კადრები, როცა შენ თვალწინ ადამიანებს კლავენ. გამუდმებით ჩაგესმის მათი განწირული კივილი. ამის დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია“ (ზაფირა, შეერთებული შტატები).

ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲘᲐᲜᲘ ᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲔᲔᲑᲘ

„მეგონა, ბედნიერი აღარასდროს ვიქნებოდი. სულ სიკვდილის შიშში ვცხოვრობდი. განსაკუთრებით ის მაშინებდა, რომ შეიძლებოდა, ჩემს ოჯახს და მეგობრებს რაიმე დამართნოდათ“ (ოლექსანდრა, უკრაინა).

„ღამის 2 საათიდან საღამოს 11 საათამდე საკვების რიგში გვიწევდა ხოლმე დგომა. ძალიან გვეშინოდა. სულ იმის მოლოდინში ვიყავით, რომ საიდანღაც გვესროდნენ“ (დალერი, ტაჯიკეთი).

„ომმა დამაობლა . . . ორივე მშობელი დავკარგე. აღარავინ მყავდა, ვინც ჩემზე იზრუნებდა“ (მარი, რუანდა).

ამ ადამიანებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს ომის ტრაგიკული შედეგები, თუმცა შეძლეს შინაგანი სიმშვიდის პოვნა. მეტიც, მათ ეჭვი არ ეპარებათ, რომ მალე ომები და ძალადობა წარსულს ჩაჰბარდება. შემდეგი სტატიებიდან დავინახავთ, რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება