საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • wp25 № 1 გვ. 4-5
  • ომის მძიმე შედეგები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ომის მძიმე შედეგები
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2025
  • მსგავსი მასალა
  • როდის დასრულდება ომები? — რას ამბობს ბიბლია?
    სხვადასხვა
  • ომებზე დახარჯული ტრილიონები – რა ფასს იხდის მსოფლიო სინამდვილეში?
    სხვადასხვა
  • ვინ დაასრულებს ომებს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2025
  • ომი
    გამოიღვიძეთ! — 2017
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2025
wp25 № 1 გვ. 4-5
ფოტოკოლაჟი: 1) ჯარისკაცი ბრძოლის ველზე მიაბიჯებს. უკან ტანკი მიჰყვება; 2) ომის შედეგად დაზარალებული სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების ადამიანები.

ომის მძიმე შედეგები

„მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ამდენი შეიარაღებული დაპირისპირება ერთდროულად არცერთ ეტაპზე არ ყოფილა. 2 მილიარდ ადამიანს – მსოფლიო მოსახლეობის მეოთხედს – კონფლიქტის ზონაში უწევს ცხოვრება“.

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ამინა ჯ. მოჰამედი (26 იანვარი, 2023)

ომმა შეიძლება იქაც იფეთქოს, სადაც დღეს, ერთი შეხედვით, მშვიდობაა. შეიარაღებულმა დაპირისპირებებმა შეიძლება მათზეც კი მოახდინოს გავლენა, ვინც კონფლიქტის ზონიდან მოშორებით ცხოვრობს. სამწუხაროდ, ომის შედეგებს ადამიანები მისი დასრულებიდან კარგა ხნის შემდეგაც იწვნევენ ხოლმე. ქვემოთ შევეხებით ომით გამოწვეულ რამდენიმე პრობლემას:

  • გრაფიკულ გამოსახულებაზე ნაჩვენებია ხელებში მოქცეული ცარიელი ჯამი.

    სასურსათო კრიზისი. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ერთ-ერთ ანგარიშში აღნიშნულია: „შეიარაღებული კონფლიქტები შიმშილის გამომწვევი უმთავრესი მიზეზია. იმ ადამიანების 70 პროცენტი, რომლებიც შიმშილობენ, ისეთ რეგიონებში ცხოვრობენ, რომლებსაც ომი ან სხვა ტიპის დაპირისპირება შეეხოთ“.

  • გრაფიკულ გამოსახულებაზე ნაჩვენებია მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფი ქალი, რომელსაც სახე ხელებით აქვს დაფარული.

    ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. ომის საფრთხის შეგრძნება ხშირად ძლიერ სტრესსა და შფოთვას იწვევს. ხოლო მათ, ვისაც კონფლიქტის ზონაში უწევთ ცხოვრება, შეიძლება სერიოზული ფსიქიკური პრობლემები შეექმნათ და ფიზიკური ზიანიც მიადგეთ. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ, ხშირ შემთხვევაში, მათ არც სამედიცინო დახმარებაზე მიუწვდებათ ხელი.

  • გრაფიკულ გამოსახულებაზე ნაჩვენებია ოჯახი, რომელსაც საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათ ბარგი აქვთ აკიდებული.

    იძულებით გადაადგილება და ლტოლვილობა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ერთ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023 წლის სექტემბრის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში 114 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია, იძულებით დაეტოვებინა საცხოვრებელი. ამის უმთავრესი მიზეზი ომი და შეიარაღებული დაპირისპირება გახდა.

  • გრაფიკულ გამოსახულებაზე ნაჩვენებია ოჯახი. ისინი თავიანთი ღარიბული სახლის წინ დგანან.

    ეკონომიკური კრიზისი. ომს ხშირად ეკონომიკური პრობლემები ახლავს თან, რომლის გამომწვევი მიზეზიც ინფლაცია ხდება ხოლმე. გარდა ამისა, ომის დროს სახელმწიფოები ჯანდაცვისა და განათლების სისტემებისთვის გამოყოფილი თანხებით სამხედრო ოპერაციებს აფინანსებენ, რაც კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მდგომარეობას. ისიც აღსანიშნავია, რომ ომის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას უზარმაზარი თანხები სჭირდება.

  • გრაფიკულ გამოსახულებაზე ნაჩვენებია მილი, რომლიდანაც ნავთობი იღვრება.

    ეკოლოგიური კრიზისი. ომის დროს ხშირად მიზანმიმართულად ანადგურებენ ბუნებრივ რესურსებს. წყლის, ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურებამ კი შეიძლება გრძელვადიანი უარყოფითი ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე. არანაკლებ საფრთხეს ქმნის ომის დასრულების შემდეგ დარჩენილი ნაღმებიც.

ომს მართლაც უმძიმესი შედეგები მოჰყვება.

ბიბლიური წინასწარმეტყველებები ომებზე

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იქნებოდა ომები და დაპირისპირებები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ „ქვეყნიერების ბოლო“ დადგა (მათე 24:3). აი, რა იწინასწარმეტყველა იესო ქრისტემ:

  • „გაიგონებთ ომების ხმებს და მოისმენთ ცნობებს ომების შესახებ. . . ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ“ (მათე 24:6, 7).

  • „როცა მოისმენთ ომებისა და არეულობების შესახებ, ნუ შეშინდებით“ (ლუკა 21:9).

    „არეულობად“ ნათარგმნი სიტყვა არსებული წყობისადმი დაპირისპირების, პოლიტიკური არეულობის, ამბოხების, აჯანყების, მღელვარებისა და უწესრიგობის აზრს ატარებს.

მეტი ინფორმაციის მისაღებად jw.org-ზე გაეცანით სტატიას „რა არის „ბოლო დღეების“ ნიშანი?“

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება