რატომ არ უჩანს ბოლო შეიარაღებულ კონფლიქტებს?
ბიბლიიდან ვიგებთ, რა არის ომებისა და კონფლიქტების გამომწვევი მთავარი მიზეზი და რატომ რჩება ეს პრობლემა დღემდე გადაუჭრელი.
ᲪᲝᲓᲕᲐ
ღმერთმა პირველი ადამიანები, ადამი და ევა, თავის მსგავსებად შექმნა (დაბადება 1:27). მან მათში იმის ბუნებრივი სურვილი ჩადო, რომ მასავით მოსიყვარულეები და მშვიდობისმყოფელები ყოფილიყვნენ (1 კორინთელები 14:33; 1 იოანე 4:8). მაგრამ ისინი არ დაემორჩილნენ ღმერთს და შესცოდეს. შედეგად, მათმა ყველა შთამომავალმა მემკვიდრეობით ცოდვა და სიკვდილი მივიღეთ (რომაელები 5:12). სამწუხაროდ, ცოდვის გამო აგრესიისა და ძალადობისკენ ვართ მიდრეკილი (დაბადება 6:5; მარკოზი 7:21, 22).
ᲛᲗᲐᲕᲠᲝᲑᲔᲑᲘ
ღმერთს ადამიანები სხვების მართვის უნარით არ შეუქმნია. ბიბლიაში წერია: „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; კაცს საკუთარი ცხოვრების წარმართვა არ შეუძლია“ (იერემია 10:23). სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მთავრობებს არ შესწევთ ძალა, წერტილი დაუსვან ომებსა და ძალადობას.
ᲡᲐᲢᲐᲜᲐ ᲓᲐ ᲓᲔᲛᲝᲜᲔᲑᲘ
ბიბლიის თანახმად, „ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19). აქ მოხსენიებულ „ბოროტში“ სატანა იგულისხმება, რომელსაც ბიბლია „კაცისმკვლელსაც“ უწოდებს (იოანე 8:44). ომებისა და ძალადობის მიღმა სწორედ სატანა და დემონები ანუ სხვა ბოროტი სულიერი ქმნილებები დგანან (გამოცხადება 12:9, 12).
ადამიანებს არ შეგვიძლია ომებისა და ძალადობის გამომწვევი უმთავრესი მიზეზების აღმოფხვრა. ამის ძალა მხოლოდ ღმერთს შესწევს.