ᲘᲓᲔᲔᲑᲘ ᲙᲕᲚᲔᲕᲘᲡᲗᲕᲘᲡ
დაიმახსოვრეთ ბიბლიური მუხლები
ყველას გვაქვს საყვარელი ბიბლიური მუხლები, რომლებიც გვანუგეშებს, არასწორი ფიქრების მოშორებაში ან სხვების გამხნევებაში გვეხმარება. მაგრამ ზოგჯერ ხომ არ გიჭირთ მათი გახსენება? (ფსალმ. 119:11, 111). განვიხილოთ რამდენიმე რჩევა, რომლებიც მუხლების დამახსოვრებას გაგიადვილებთ.
აპლიკაციაში JW ბიბლიოთეკა გამოიყენეთ ტეგები. შექმენით ტეგი „საყვარელი მუხლები“ და ამ კატეგორიაში დაამატეთ სასურველი მუხლები.a
გამოსაჩენ ადგილას გააკარით. ქაღალდზე დაწერეთ მუხლი, რომლის დამახსოვრებაც გსურთ და ისეთ ადგილას გააკარით, სადაც ხშირად მოგხვდებათ თვალში. ზოგი, მაგალითად, სარკეზე აკრავს, ზოგი კი – მაცივარზე. ზოგსაც ურჩევნია, ტელეფონის ან კომპიუტერის ეკრანზე ფონად დააყენოს.
გამოიყენეთ ბარათები. ბარათის ერთ მხარეს დაწერეთ მუხლი, მეორე მხარეს კი – მუხლის ტექსტი. შემდეგ შეეცადეთ, მუხლით გაიხსენოთ, რა წერია მასში ან, პირიქით, ტექსტით გაიხსენოთ, სად წერია.
[სქოლიო]
a დამატებითი ინფორმაციისთვის ვებსაიტზე jw.org იხილეთ ვიდეო „ორგანიზაცია წინ მიიწევს – JW ბიბლიოთეკის ფუნქციები“.