ᲘᲓᲔᲔᲑᲘ ᲙᲕᲚᲔᲕᲘᲡᲗᲕᲘᲡ
ნასწავლი სხვებსაც გაუზიარეთ
პირადი შესწავლის დროს ძალებს ვიახლებთ, მაგრამ თუ ნასწავლს სხვებსაც გავუზიარებთ, ეს კიდევ უფრო მეტად გაგვამხნევებს და გაგვაძლიერებს. იგავების 11:25-ში ნათქვამია: „ვინც სხვას არწყულებს, თავადაც დარწყულდება“.
სხვისთვის გაზიარების შემთხვევაში ნასწავლს უფრო ადვილად დავიმახსოვრებთ და უკეთ ჩავწვდებით გამოკვლეულ საკითხს. იმითაც გავიხარებთ, როცა დავინახავთ, რომ ეს ინფორმაცია სხვისთვისაც სასარგებლო აღმოჩნდა (საქ. 20:35).
ეცადეთ, ასე მოიქცეთ: რომელიმე საინტერესო აზრი, რომელსაც შემდეგ ჯერზე პირადი შესწავლის დროს აღმოაჩენთ, ვინმეს გაუზიარეთ, მაგალითად, ოჯახის წევრს, თანაქრისტიანს, თანამშრომელს, კლასელს, მეზობელს ან ვინმეს, ვისაც მსახურების დროს გაესაუბრებით. ეცადეთ, თქვენი სიტყვებით მარტივად გადმოსცეთ ეს აზრი.
გახსოვდეთ: ნასწავლის გაზიარების მიზანი სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენა კი არა, მათი გამხნევება უნდა იყოს (1 კორ. 8:1).