Kim Steele/The Image Bank via Getty Images
ეკონომიკური პრობლემები — რას მოიმოქმედებს ღვთის სამეფო?
მთელ მსოფლიოში ხალხს სულ უფრო მეტად უჭირს თავის რჩენა.
ახლახან გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ანგარიშშიa აღნიშნულია, რომ „მკვეთრად დაეცა ფულის შემსყიდველუნარიანობა“ და, თუ პრევენციული ზომები არ იქნა მიღებული, „გამწვავდება ეკონომიკური უთანასწორობა“ და „არაერთი ოჯახის ცხოვრების დონე დაეცემა”.
შეძლებენ ხელისუფლებები ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებას?
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ არსებობს მთავრობა, რომელსაც ძალა შესწევს ეკონომიკური პრობლემების აღმოსაფხვრელად. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს“ ანუ ხელისუფლებას, რომელიც დედამიწაზე არსებულ ყველა პრობლემას გადაჭრის (დანიელი 2:44). ამ მთავრობის მმართველობის დროს არცერთი ადამიანი არ იქნება დავიწყებული და მიტოვებული (ფსალმუნი 9:18). ღვთის სამეფოს მმართველობის დროს ხალხი ბედნიერი იქნება, რადგან მათი საჭიროებები დაკმაყოფილდება. თავიანთი შრომის შედეგებით აბსოლუტურად ყველა ადამიანი გაიხარებს (ესაია 65:21, 22).
a შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში (Global Wage Report 2022-23).