საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ijwfq სტატია 19
  • რატომ არ ზეიმობთ აღდგომას?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რატომ არ ზეიმობთ აღდგომას?
  • ხშირად დასმული კითხვები
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • გავრცელებული მცდარი აზრები
  • რატომ არ აღნიშნავენ იეჰოვას მოწმეები აღდგომას?
  • აღდგომა თუ გახსენების საღამო — რომელი უნდა აღნიშნო?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1996
  • რას ამბობს ბიბლია აღდგომის დღესასწაულზე?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ნამდვილად ქრისტიანული დღესასწაულია აღდგომა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • რომელი რელიგიური შეხედულებები და ადათ-წესები არ მოსწონს ღმერთს?
    რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?
იხილეთ მეტი
ხშირად დასმული კითხვები
ijwfq სტატია 19

რატომ არ ზეიმობთ აღდგომას?

გავრცელებული მცდარი აზრები

სიცრუე: იეჰოვას მოწმეები იმიტომ არ ზეიმობენ აღდგომას, რომ ქრისტიანები არ არიან.

სინამდვილე: ჩვენ გვჯერა, რომ იესო ქრისტე არის ჩვენი მხსნელი. ჩვენ ყოველმხრივ ვცდილობთ, „მივყვეთ მის ნაკვალევს“ (1 პეტრე 2:21; ლუკა 2:11).

სიცრუე: თქვენ არ გჯერათ, რომ იესო მკვდრეთით აღდგა.

სინამდვილე: ჩვენ გვწამს, რომ იესო მკვდრეთით აღდგა. იმასაც ვაღიარებთ, რომ იესო არის ქრისტიანული რწმენის ქვაკუთხედი და ამას ყოველთვის აღვნიშნავთ ქადაგების დროს (1 კორინთელები 15:3, 4, 12—15).

სიცრუე: თქვენ არ გადარდებთ, რომ თქვენს შვილებს აკლდებათ სიხარული, რომელსაც აღდგომის დღესასწაულზე სხვა ბავშვები განიცდიან.

სინამდვილე: ჩვენ გვიყვარს ჩვენი შვილები და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სწორად აღვზარდოთ ისინი და გვინდა, რომ ბედნიერები იყვნენ (ტიტე 2:4).

რატომ არ აღნიშნავენ იეჰოვას მოწმეები აღდგომას?

  • აღდგომის დღესასწაულს არა აქვს ბიბლიური საფუძველი.

  • იესომ თავის მიმდევრებს უთხრა, რომ აღენიშნათ მისი სიკვდილის გახსენების საღამო და არა აღდგომა. ჩვენ ყოველ წელს აღვნიშნავთ იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს მთვარის ბიბლიური კალენდრის მიხედვით (ლუკა 22:19, 20).

  • ჩვენ ვიცით, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციები, რომლებიც სათავეს იღებს ნაყოფიერების რიტუალებისგან, ღვთისთვის მიუღებელია. ღმერთი ჩვენგან „განსაკუთრებულ ერთგულებას“ მოითხოვს. ღმერთს გული სტკივა, როცა ხალხი ისეთ წეს-ჩვეულებებს მიჰყვება, რომლებსაც თავად არ იწონებს (გამოსვლა 20:5; 1 მეფეები 18:21).

ჩვენ იმიტომ არ ვზეიმობთ აღდგომას, რომ მას არა აქვს ბიბლიური საფუძველი. ბიბლია მოგვიწოდებს, ადამიანთა ტრადიციებს კი არ მივყვეთ, არამედ გონივრულად და ბრძნულად მოვიქცეთ (იგავები 3:21; მათე 15:3). როცა სხვებს აღდგომის შესახებ ჩვენს თვალსაზრისზე ვესაუბრებით, პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის უფლებას, თავად გააკეთონ არჩევანი (1 პეტრე 3:15).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება