საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • be გაკ. 19 გვ. 145-გვ. 146 აბზ. 5
  • აღძარი მსმენელი, ისარგებლოს ბიბლიით

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აღძარი მსმენელი, ისარგებლოს ბიბლიით
  • მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • მსგავსი მასალა
  • ყურადღების მიმართვა ბიბლიაზე
    როგორ გაიუმჯობესო მეტყველება და სწავლების უნარი
  • შეკითხვების ყუთი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2000
  • ბიბლიური მუხლების ეფექტური წარდგენა
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • მსმენელისთვის შინაარსიანი მასალა
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
იხილეთ მეტი
მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
be გაკ. 19 გვ. 145-გვ. 146 აბზ. 5

გაკვეთილი 19

აღძარი მსმენელი, ისარგებლოს ბიბლიით

რა უნდა გააკეთო?

აღძარი მსმენელი, ბიბლიაში თვალი მიადევნოს მუხლს, რომელსაც კითხულობ.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

ადამიანზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის, რასაც საკუთარი თვალით ხედავს, მით უმეტეს საკუთარ ბიბლიაში.

ჩვენ გვსურს, ღვთის სიტყვაზე, ბიბლიაზე, გავამახვილოთ ნებისმიერი მსმენელის ყურადღება. სწორედ ამ წმინდა წიგნზეა დაფუძნებული ცნობა, რომელსაც ვაუწყებთ და გვინდა ხალხმა დაინახოს, რომ საკუთარ აზრებს კი არ ვუზიარებთ, არამედ ღვთის სიტყვებს გადავცემთ. მათ სჭირდებათ იმაში დახმარება, რომ ენდონ ბიბლიას.

ქადაგების დროს. ყოველთვის, როდესაც სამქადაგებლო მსახურებისთვის ემზადები, შეარჩიე ერთი-ორი მუხლი, რომლებსაც ქადაგების დროს გამოიყენებ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბიბლიური ლიტერატურის მოკლედ შეთავაზებას აპირებ, კარგი იქნება მასალის შესაფერისი ბიბლიური მუხლის წაკითხვა. ბიბლია უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თავმდაბალ ადამიანებზე, ვიდრე ჩვენი სიტყვები. თუ წაკითხვის შესაძლებლობა არ მოგეცემა, ბიბლიიდან ციტირება შეგიძლია. პირველ საუკუნეში ყველას არ ჰქონდა წმინდა წერილების გრაგნილები. მაგრამ იესოსა და მის მოციქულებს ხშირად მოჰყავდათ ციტატები წერილებიდან. ჩვენც უნდა შევეცადოთ მუხლების დამახსოვრებასა და ქადაგების დროს მათ სათანადოდ გამოყენებას — საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ ციტირებას.

როდესაც ბიბლიურ მუხლს კითხულობ, ბიბლია ისე გეჭიროს, რომ მსმენელს თვალის მიდევნება შეეძლოს. თუ ის თავის ბიბლიაში ჩაიხედავს, შეიძლება უკეთესად მიიღოს წაკითხული.

ამავე დროს, გასათვალისწინებელია ის, რომ ღვთის სიტყვის ზოგიერთი თარგმანი მეტისმეტად თავისუფალი თარგმანია. ასეთ თარგმანებში შენარჩუნებული არ არის ყველაფერი, რაც გადმოცემული იყო ენებზე, რომლებზეც ბიბლია დაიწერა. ბევრ თანამედროვე თარგმანში არ გვხვდება ღვთის სახელი; ბუნდოვანია ის, რაც დედანში იყო ნათქვამი გარდაცვლილთა მდგომარეობის შესახებ და არ ჩანს, რას ამბობს ბიბლია დედამიწის მიმართ ღვთის განზრახვის თაობაზე. ეს რომ დაანახვო ადამიანს, ალბათ, მუხლების გამოსაკვლევად ბიბლიის სხვადასხვა თარგმანის ერთმანეთთან შედარება ან ძველი თარგმანების გამოყენება დაგჭირდება. ბევრ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლია მიმართო წიგნს „მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე“. მასში ცნობილი ბიბლიური მუხლები სხვადასხვა თარგმანიდან არის მოყვანილი და ნაჩვენებია, როგორ არის ნათარგმნი ძირითადი სიტყვები და ფრაზები. თუ ადამიანი ჭეშმარიტებას აფასებს, მადლობელი იქნება ამ ინფორმაციისთვის.

კრების შეხვედრებზე. კრების შეხვედრების დროს ყველას უნდა მოუწოდო, ბიბლია გადაშალონ. ეს მათ მრავალმხრივ დაეხმარება. მსმენელს გაუადვილდება განსახილველ საკითხზე ყურადღების გამახვილება და თან თვალითაც აღიქვამს იმას, რასაც მომხსენებლისგან ისმენს. გარდა ამისა, ახალი დაინტერესებულები დაინახავენ, რომ ნამდვილად ბიბლიაზეა დაფუძნებული ჩვენი მრწამსი.

ჩაიხედავს თუ არა მსმენელი თავის ბიბლიაში, მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ აღძრავ ამისკენ. პირდაპირ მოწოდება ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია.

შენზეა დამოკიდებული, რომელ მუხლებს გაუსვამ ხაზს და როდის სთხოვ მსმენელს, გადაშალოს ბიბლია. უმჯობესია, ის მუხლები წაიკითხო, რომლებიც მთავარი აზრების განვითარებაში დაგეხმარება. თუ დრო დაგრჩება, მასალასთან დაკავშირებული სხვა მუხლების წაკითხვაც შეგიძლია.

ცხადია, საკმარისი არ არის, მხოლოდ მუხლი დაასახელო ან მსმენელს ბიბლიის გადაშლა სთხოვო. თუ ერთი მუხლის წაკითხვისთანავე მეორეზე გადადიხარ, ხოლო მსმენელს ჯერ პირველი მუხლიც არ მოუძებნია, მას მალე დაეკარგება მუხლების მოძებნის ხალისი და საერთოდ აღარ ჩაიხედავს ბიბლიაში. დააკვირდი მსმენელს. მხოლოდ მაშინ წაიკითხე მუხლი, როდესაც უმრავლესობა გადაშლის ბიბლიას.

იყავი წინდახედული. წინასწარ დაასახელე ბიბლიური მუხლი, რომლის წაკითხვასაც აპირებ, რომ დრო არ დაკარგო, ვიდრე მსმენელი ბიბლიას გადაშლის. თუ მსმენელს დროს მისცემ ბიბლიური მუხლების მოსაძებნად, მართალია, ნაკლები მოცულობის მასალის გადმოცემას მოასწრებ, მაგრამ მიღებული ინფორმაცია მათ უფრო დიდ სარგებლობას მოუტანს.

როგორ უნდა აღძრა მსმენელი, ისარგებლოს ბიბლიით

  • ქადაგების დროს, როდესაც მუხლს კითხულობ, ბიბლია ისე გეჭიროს, რომ მსმენელმაც შეძლოს ჩახედვა; ან შეგიძლია შესთავაზო მას, თავის ბიბლიაში მიადევნოს თვალი.

  • სცენაზე გამოსვლის დროს პირდაპირ მოუწოდე მსმენელს, თავის ბიბლიაში მოძებნოს მუხლები და შემდეგ დრო მიეცი ბიბლიის გადასაშლელად.

სავარჯიშოები: განმეორებითი მონახულების დროს 1) შენი ბიბლია მიაწოდე მობინადრეს, უჩვენე მოძებნილი მუხლი და შესთავაზე მისი წაკითხვა; 2) შესთავაზე მობინადრეს, გამოიტანოს თავისი ბიბლია და წაუკითხე რომელიმე მნიშვნელოვანი მუხლი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება