საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g99 9/8 გვ. 28
  • რა ხდება მსოფლიოში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა ხდება მსოფლიოში
  • გამოიღვიძეთ! — 1999
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ჰემოფილიით დაავადებულთათვის ფულადი დახმარება გაიღეს
  • ქოლერის შემოტევა
  • გულის უგულებელყოფა
  • მამაკაცებში განაყოფიერების უნარი ქვეითდება
  • „უხილავი დაავადება“
  • მე-19 საუკუნის ყველაზე საშიში დაავადება
    გამოიღვიძეთ! — 2010
  • იან.—მარ. ნაზი, მაგრამ გაბედული მოგზაური
    გამოიღვიძეთ! — 1997
გამოიღვიძეთ! — 1999
g99 9/8 გვ. 28

რა ხდება მსოფლიოში

ჰემოფილიით დაავადებულთათვის ფულადი დახმარება გაიღეს

რომის სამოქალაქო სასამართლომ ბრალი დასდო იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს „უყურადღებობისა და უპასუხისმგებლობის“, ამასთანავე „[ინფიცირებული] ნაწარმის ხმარებიდან ამოღების შეყოვნების“ გამო და განკარგულება გასცა, რომ კომპენსაცია გადაეხადა ჰემოფილიით დაავადებული 385 ავადმყოფისთვის, რომლებიც ჰეპატიტისა და შიდს-ის გამომწვევი ვირუსით ინფიცირებული სისხლის კომპონენტების შემცველი პრეპარატებით დაავადდნენ. მათი მესამედი უკვე გარდაიცვალა. ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო კავშირის პრეზიდენტის, ადვოკატ მარიო ლანას სიტყვების თანახმად „ამან ცხადყო, რომ იტალიის სახელმწიფოს დამნაშავეობრივ, არაგონივრულ მოქმედებასა და ჰემოფილიით დაავადებულთათვის მიყენებულ ზარალს შორის კავშირი არსებობდა“. იტალიაში დაახლოებით 2 000 ჰემოფილიით დაავადებული შიდს-ის გამომწვევი ვირუსით დაინფიცირდა და თითქმის 5 000-ს დაემართა ჰეპატიტი C. ამ ინფიცირებული სისხლის კომპონენტების შემცველი პრეპარატების მოხმარების გამო 1 246 იტალიელი გარდაიცვალა.

ქოლერის შემოტევა

თებერვალში ქოლერის აფეთქებამ ქალაქ ლუსაკას (ზამბია) საბჭო აიძულა, აეკრძალა „ქუჩაში საკვები პროდუქტებით ვაჭრობა“, — იუწყება „ზამბია ტაიმზი“. სასტუმროებსა და რესტორნებში დაინიშნა „24-საათიანი ზედამხედველობა, ვინაიდან ქოლერით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევებმა დედაქალაქში 42-ს მიაღწია“. ჯანდაცვის მუშაკები შეშფოთებული არიან, რომ ამ დაავადების შემთხვევები „ქვეყნის სხვა კუთხეებშიც მატულობს“. პრობლემის გადასაჭრელად ჯანდაცვისა და განათლების სამინისტრომ წამოიწყო ქოლერის აღსაკვეთი სამუშაოები: ნაგვის გასატანად და მიწისქვეშა წყლებით ადვილად დაბინძურებადი წყალმარჩხი რეზერვუარების ქლორით დასამუშავებლად მეტი მუშები დაიქირავა. ქალაქის საბჭოს წარმომადგენელმა დანიელ ემსოკამ განაცხადა: „ჩვენი მიზანი ქოლერის შემოტევის შესუსტებაა“.

გულის უგულებელყოფა

„კანადელი ქალები ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად არავითარ ზომებს არ ღებულობენ და უგულებელყოფენ გულის პრობლემებს“, — იუწყება ადგილობრივი გაზეთი (The National Post). კანადის გულის დაავადებათა და აპოპლექსიის ინსტიტუტის თავდებით 45—74 წლის 400 ქალის გამოკვლევამ აჩვენა, რომ „მხოლოდ 30 პროცენტს ჰქონდა ჯანსაღი წონა, 36 პროცენტს აქტიური ცხოვრება და 74 პროცენტს უამრავი საზრუნავით გამოწვეული სტრესი“. ინსტიტუტის წარმომადგენლის, ელიზა ფრიმენის, აზრით „ქალები ქმრებს უფრო კარგად უვლიან, ვიდრე საკუთარ თავს“. ცნობის თანახმად „გულის დაავადებები და აპოპლექსია ქალების 40 პროცენტის სიკვდილის მიზეზია, რაც ყოველწლიურად 41 000-ზე მეტს შეადგენს“.

მამაკაცებში განაყოფიერების უნარი ქვეითდება

„ამერიკელი და ევროპელი მამაკაცების სპერმატოზოიდის საშუალო რაოდენობა 30-იანი წლების შემდეგ 50 პროცენტით დაეცა“, — იუწყება ერთ-ერთი ჟურნალი (World Watch). აღმოჩენა მხარს უჭერს არსებულ შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ მამაკაცის რეპროდუქციის უნარი ქვეითდება და ამის მიზეზი შეიძლება გარემო-პირობების დაბინძურება იყოს“. ეს განაპირობა 61 გამოკვლევით მიღებულმა მონაცემებმა, რომლებიც 1938 წლიდან ქვეყნდება და დაახლოებით 14 000 პიროვნებაზე დაკვირვების შედეგებს წარმოადგენს. ვარაუდობენ, რომ გარემოში არსებული გარკვეული ქიმიური ნივთიერებები არღვევს სხეულის ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებას და ხელს უშლის მის უნარს, კონტროლი გაუწიოს ზრდას, განვითარებასა და რეპროდუქციას. მაგრამ, ჯერ-ჯერობით, „ენდოკრინულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედების გარკვევის მიზნით, გარემოში გავრცელებული 80 000 ქიმიური ელემენტიდან მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი შემოწმდა“, — ნათქვამია ჟურნალში.

„უხილავი დაავადება“

„განვითარებად ქვეყნებში დაახლოებით 15—18 მილიონი ბავშვის სისხლი ტყვიის დიდ რაოდენობას შეიცავს“, — იუწყება ერთ-ერთი საინფორმაციო სამსახური (Environment News Service). მაგალითად, ინდოეთში დადგინდა, რომ არსებობს კავშირი ბავშვების აზროვნების უნარსა და ორგანიზმში ტყვიის რაოდენობის მოხვედრას შორის. დ-რ აბრაჰამ ჯორჯის აზრით, ბავშვებს „უქვეითდებათ გონებრივი შესაძლებლობები . . . რადგან დიდი ხნით ტყვიის შესუნთქვა გავლენას ახდენს ტვინზე“, — იუწყება ინდოეთის გაზეთი (The Indian Express). ინდოეთის ქალაქებში ტყვიით მოწამვლა ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ ავტომობილებს ჯერაც ტყვიის შემცველი საწვავით მართავენ. ვინაიდან სიღარიბესა და შიმშილობასთან შედარებით ტყვიით მოწამვლა შედარებით უმნიშვნელო პრობლემაა, დ-რ ჯორჯმა მას „უხილავი დაავადება“ უწოდა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება