საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 4/08 გვ. 1
  • ‘იყავი მადლიერი’

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ‘იყავი მადლიერი’
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
  • მსგავსი მასალა
  • „იყავით მადლიერნი“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • „იყავით მადლიერნი“
    ჩვენი სამეფო მსახურება — 1997
  • ავლენ მადლიერებას?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • რატომ უნდა გამოვხატოთ მადლიერება?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2019
იხილეთ მეტი
ჩვენი სამეფო მსახურება — 2008
km 4/08 გვ. 1

‘იყავი მადლიერი’

1 როდესაც იესომ ათი კეთროვანი განკურნა, მხოლოდ ერთი მათგანი დაბრუნდა მადლიერების გამოსახატავად. იესომ იკითხა: „ათნი არ განიწმინდნენ? დანარჩენი ცხრა სადღაა?“ (ლუკ. 17:11—19). რაოდენ მნიშვნელოვანია, ვიყოთ მადლიერები და დავაფასოთ ყოველი კარგი ძღვენი და სრულყოფილი საბოძვარი, რომელსაც ჩვენი გულუხვი და მოსიყვარულე ზეციერი მამა, იეჰოვა ღმერთი გვაძლევს! (კოლ. 3:15; იაკ. 1:17).

2 რა არის ის ზოგიერთი რამ, რისთვისაც მადლიერები უნდა ვიყოთ? ჩვენ უნდა დავაფასოთ გამოსასყიდი — ღვთის მიერ კაცობრიობისთვის გაღებული ყველაზე დიდებული ძღვენი (იოან. 3:16). ჩვენ, აგრეთვე, მადლიერები ვართ იმისთვის, რომ იეჰოვამ თავისთან დაგვიახლოვა (იოან. 6:44). ჩვენი ქრისტიანული ერთობა კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ ვიყოთ მადლიერები (ფსალმ. 133:1—3). ცხადია, იეჰოვასგან ნაბოძები მრავალი სხვა ძღვენიც გაგვახსენდება. ჩვენ არ გვსურს, რომ დავემსგავსოთ უმადურ ისრაელებს, რომლებმაც დაივიწყეს იეჰოვას მიერ მათ საკეთილდღეოდ გაკეთებული საქმეები! (ფსალმ. 106:12, 13).

3 გამოავლინე მადლიერება: ათი კეთროვნიდან ალბათ ყველა დააფასებდა იმას, რაც იესომ მათთვის გააკეთა, მაგრამ მადლიერება მხოლოდ ერთმა გამოავლინა (ლუკ. 17:15). ჩვენც ვავლენთ მადლიერებას, როდესაც მსახურებაში გულმოდგინედ ვმონაწილეობთ. თუ ნამდვილად მადლიერები ვართ იმ ყოველივესთვის, რასაც ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა აკეთებს, აღძრულნი ვიქნებით, მივბაძოთ მას სიყვარულსა და გულუხვობაში და სხვებს მის შესახებ მოვუთხროთ (ლუკ. 6:45). ამის შედეგად, როდესაც სხვებს იეჰოვას ‘საოცარ საქმეებსა და განზრახვებს’ ვამცნობთ, იეჰოვასადმი ჩვენი სიყვარული და მადლიერება უფრო გაიზრდება (ფსალმ. 40:5).

4 აღძარი სხვები, გამოავლინონ მადლიერება: ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ დავეხმაროთ ჩვენს შვილებსა და ბიბლიის შემსწავლელებს, ღვთისადმი მადლიერება განავითარონ. მშობლებს ამის მრავალი შესაძლებლობა ეძლევათ, მაგალითად, მაშინ, როდესაც შვილებს იეჰოვას შემოქმედებაზე ესაუბრებიან ან როცა ერთად აკვირდებიან ღვთის ქმნილებებს (რომ. 1:20). ბიბლიის შესწავლის ჩატარებისას შეგვეძლო გვეკითხა შემსწავლელისთვის: „რას ვიგებთ აქედან იეჰოვას პიროვნების შესახებ?“ რაც უფრო მეტად განუვითარდება მადლიერება შემსწავლელს, მით უფრო მეტად აიზრდება ღვთისადმი მისი სიყვარული და სურვილი იმისა, რომ ასიამოვნოს ღმერთს.

5 ამ ბოლო დღეებში მრავალი ავლენს უმადურობას (2 ტიმ. 3:1, 2). რამდენად უნდა სიამოვნებდეს იეჰოვას იმის დანახვა, რომ მისი ერთგული მსახურები მის მიმართ მადლიერებას ავლენენ და გულმოდგინედ მონაწილეობენ მსახურებაში! (იაკ. 1:22—25).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება