როგორ შეგვიძლია დახმარების აღმოჩენა?
1 იეჰოვას მოწმეები, როდესაც იგებენ, რომ მსოფლიოს რომელიმე კუთხეში სტიქიური უბედურება მოხდა, ხშირად სვამენ კითხვას: „როგორ შეგვიძლია დახმარების აღმოჩენა?“ საქმეების 11:27—30 ცხადყოფს, რომ პირველ საუკუნეში ქრისტიანები დაეხმარნენ იუდეაში მცხოვრებ ძმებს, რადგან იქ შიმშილობა იყო.
2 დღეს ბევრ ქვეყანაში ჩვენი ორგანიზაციის წესდება საშუალებას იძლევა, თანხები საქველმოქმედო საქმიანობისთვის იქნას გამოყენებული და ჰუმანიტარული დახმარება გაეწიოს მათ, ვინც სტიქიური უბედურების ან ადამიანების მიერ მიყენებული ზიანის გამო დაზარალდა.
3 მაგალითად, გასულ წელს მრავალმა ძმამ გაიღო შესაწირავი სამხრეთ აზიაში ცუნამის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. შესაწირავები, რომელსაც თანამორწმუნეებისადმი თანაგრძნობით აღძრული ძმები ორგანიზაციის დახმარების ფონდში გზავნიან, ძალიან ფასდება. მაგრამ, როდესაც შესაწირავი რომელიმე კონკრეტული მიზნისთვის იგზავნება, სახელმწიფოსგან მოითხოვება, რომ ის მხოლოდ შემწირველის მიერ მოხსენიებული მიზნისთვის იქნას გამოყენებული; აგრეთვე იმ ვადაში იყოს გაცემული, რომელიც შემწირველს აქვს მითითებული და მნიშვნელობა არა აქვს, ადგილობრივად დახმარებას უწევენ ჩვენს ძმებს თუ არა.
4 რეკომენდებულია, რომ ჰუმანიტარული დახმარება გაღებულ იქნას ჩვენი მსოფლიო საქმიანობის წინ წასაწევად. გაღებული თანხები მოხმარდებოდა, როგორც გაჭირვებულთათვის დახმარებას, ისე ქრისტიანი საძმოს სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. თუ გარკვეული მიზეზების გამო ადამიანს სურს, რომ დახმარების გასაწევად შესაწირავი მსოფლიო საქმიანობისთვის განკუთვნილი შესაწირავისგან განცალკევებით გაიღოს, ეს მისაღებია და შემოსული თანხა მოხმარდება დახმარების გაწევას იქ, სადაც აუცილებელია. მაგრამ უმჯობესი იქნებოდა ასეთი შესაწირავები შეზღუდვების გარეშე ყოფილიყო გაღებული ანუ კონკრეტულად არ ყოფილიყო აღნიშნული, თუ სად და როგორ გამოეყენებინათ შეწირული თანხა.
5 შეწირული თანხის უპირველესად მსოფლიო საქმიანობისთვის გამოყენება იმის უფრო მეტ საშუალებას იძლევა, რომ თანხა სამეფო საქმიანობის ნებისმიერ სფეროში იქნას გამოყენებული ნაცვლად იმისა, რომ იდოს და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ჰუმანიტარული დახმარების გაწევას მოხმარდეს. ასეთი მიდგომა შეესაბამება ეფესოელების 4:16-ში აღწერილ სულისკვეთებას, რომ ჩვენ ერთმანეთის მხარდამხარ ვმსახურობთ იმისათვის, რაც საჭიროა ‘მთელი სხეულის სიყვარულში აღსაშენებლად’.