შეკითხვების ყუთი
◼ მიზანშეწონილია თუ არა, რომ თეოკრატიული მსახურების სკოლასა და სამსახურებრივ შეხვედრაზე წარმოდგენილი თითოეული დავალების შემდეგ აუდიტორიამ ტაში დაუკრას?
როდესაც შემოქმედმა, იეჰოვა ღმერთმა დედამიწა დააფუძნა, „ერთად ჟრიამულობდნენ დილის ვარსკვლავები და ღვთის ძეები ყიჟინებდნენ“ (იობ. 38:7). ღვთის ძეებს, ანგელოზებს სურდათ, განედიდებინათ იეჰოვა საოცარი შემოქმედებითი საქმისთვის, რომელშიც ახლებურად გამოიხატა მისი სიბრძნე, სიკეთე და ძალა.
კარგია, რომ გამოვხატოთ გულწრფელი მადლიერება ძმების მიერ გაწეული ძალისხმევისთვის და იმ მასალისთვის, რასაც ისინი წარმოგვიდგენენ. მაგალითად, ისეთ განსაკუთრებულ შეხვედრებზე, როგორიცაა კონგრესები, ჩვეულებრივ, ჩვენ ტაშს ვუკრავთ მოხსენებებისა და ინსცენირებების შემდეგ, რადგან გვესმის, რომ მათ მომზადებას დამატებითი დრო და ძალისხმევა სჭირდება. ჩვენი ტაშით მადლიერებას გამოვხატავთ არა მხოლოდ გამომსვლელის მიმართ, რომელმაც ძალისხმევა მოახმარა დავალების მომზადებას, არამედ იეჰოვას მიმართაც, რომელიც თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის მეშვეობით გვასწავლის (ეს. 48:17; მათ. 24:45—47).
რა შეიძლება ითქვას თეოკრატიული მსახურების სკოლაში და სამსახურებრივ შეხვედრაზე წარმოდგენილი დავალებების შემდეგ ტაშის დაკვრაზე? არ არსებობს მკაცრი წესები, რომლებიც აკრძალავდა აღფრთოვანებით გამოწვეულ ტაშის დაკვრას, მაგალითად მაშინ, როცა მოსწავლე პირველი დავალებით გამოდის. მაგრამ, იმის გამო, რომ ტაშის დაკვრამ არ მიიღოს მექანიკური ხასიათი და არ დაკარგოს თავისი მნიშვნელობა, ჩვენ არ ვუკრავთ ტაშს ყოველი გამოსვლის შემდეგ.
მართალია, ზემოაღნიშნულ შეხვედრებზე უმეტესწილად არ ვუკრავთ ტაშს, მაგრამ ჩვენ სხვაგვარად შეგვიძლია გამოვავლინოთ მადლიერება იმ დასწავლებისთვის, რასაც ვიღებთ, და იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც და-ძმები ახმარენ დავალებების შესრულებას. ჩვენ შეგვიძლია მადლიერება იმით გამოვხატოთ, რომ ყურადღებით მოვუსმინოთ გამომსვლელებს. გარდა ამისა, შეხვედრის შემდეგ პირადად შეგვიძლია მადლობა გადავუხადოთ მათ გაწეული ძალისხმევისთვის (ეფეს. 1:15, 16).