საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g98 12/8 გვ. 30
  • რა ხდება მსოფლიოში

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა ხდება მსოფლიოში
  • გამოიღვიძეთ! — 1998
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ტროპიკული ტყის გადაშენება
  • ქალები და გულის დაავადება
  • ოჯახების ნგრევა ბოლივიაში
  • ნეიტრინოს მასა ჰქონია
  • ძველი ხელოვნური ქვა
  • უსაფრთხოების ზომები საჭმლის მზადებისას
  • რა ხდება მსოფლიოში?
    გამოიღვიძეთ! — 2001
გამოიღვიძეთ! — 1998
g98 12/8 გვ. 30

რა ხდება მსოფლიოში

ტროპიკული ტყის გადაშენება

ამაზონის ტროპიკული ტყეები შემაშფოთებელი სისწრაფით მცირდება. გასული სამი წლის განმავლობაში ყოველ წელს 1,9 ჰექტარი ნადგურდებოდა, რაც „წუთში დაახლოებით ფეხბურთის შვიდი სტადიონის“ განადგურების ტოლფასია, იტყობინებოდა „ბუნებისმეტყველების ჟურნალი“ (Natural History magazine). როცა ძვირფას ხეებს ჭრიან, დარჩენილ მცენარეულობას წვავენ და ადგილს სოფლის მეურნეობას უთმობენ. მიუხედავად ამისა, „ხეებისა და სხვა მცენარეულობის წვა და მიკრობებით გამოწვეული ლპობა წარმოქმნის დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს, მეთანსა და აზოტის ქვეჟანგს, რაც ხელს უწყობს სითბურ ეფექტს“. ამ გაზების გამოყოფის გამო შეიძლება „წელიწადში კიდევ 0,4 ჰექტარი ტროპიკული ტყე განადგურდეს“, — ნათქვამი იყო იმავე ჟურნალში.

ქალები და გულის დაავადება

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები 60-იან წლებამდე ბრაზილიაში უმთავრესად მამაკაცებს აწუხებდათ, — ნათქვამი იყო ერთ ჟურნალში (Veja). მაგრამ, მას შემდეგ, რაც ქალებმა მასიურად დაიწყეს მუშაობა, მდგომარეობა შეიცვალა. როდესაც ისინი სამსახურში, მამაკაცების მსგავსად, განიცდიან „სტრესს, ეწევიან და ბუტერბროდებით“ იკვებებიან, მათ შორის გულის დაავადებები მატულობს. მართალია, ზოგი ფიქრობს, რომ ქალებს კორონარული დაავადებებისგან მთელი რიგი ჰორმონები იცავს, მაგრამ „35 წლის შემდეგ ჰორმონალური დაცვა მცირდება და ქალი, მამაკაცის მსგავსად, იმავე საშიშროების წინაშე დგება“, — ნათქვამი იყო იმავე ჟურნალში. 1995 წელს ბრაზილიაში გულის შეტევებით ორჯერ მეტი ქალი მოკვდა, ვიდრე მკერდისა და საშვილოსნოს კიბოთი.

ოჯახების ნგრევა ბოლივიაში

ბოლივიელების 70 პროცენტი სიღარიბეში ცხოვრობს, — ნათქვამი იყო ბოლივიურ გაზეთში (Bolivian Times). ამის გამო ბევრი ბავშვი „ტოვებს დანგრეულ ოჯახს და ქუჩის უსასტიკეს პირობებში ცხოვრობს“. იქ ისინი ნარკომანები და ტოქსიკომანები ხდებიან. დადგენილია, რომ ბოლივიაში ნარკოტიკების 88 პროცენტს 5—24 წლის ადამიანები იყენებენ. ასეთნაირად ნარკოტიკების უკანონოდ გამოყენება ბოლო 15 წლის განმავლობაში 150 პროცენტით გაიზარდა. იმავე გაზეთის თანახმად, „ბევრის აზრით, ამ ზრდის მიზეზი ტრადიციული ოჯახების ნგრევაა“.

ნეიტრინოს მასა ჰქონია

ნეიტრინო პაწაწინა სუბატომური ნაწილაკია, რომელსაც არ აქვს ელექტრული მუხტი, თითქმის სინათლის სიჩარით მოძრაობს და იშვიათად ურთიერთქმედებს სხვა ნივთიერებებთან. ამბობენ, რომ ნეიტრინოს შეუძლია ისე გაიაროს მიწაში, რომ არც ერთი ატომი არ დაკარგოს. ამ მოუხელთებელმა ნაწილაკებმა ახლახანს საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო, რადგან იაპონიის ქალაქ ტაკაიამაში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ნეიტრინოს მასა ჰქონია. რადგანაც კოსმოსში უამრავი ნეიტრინოა, ზოგი მეცნიერი ამტკიცებს, რომ მათი საერთო მასა ემატება სამყაროს მასას და ანელებს მის გაფართოებას.

ძველი ხელოვნური ქვა

არქეოლოგებმა მაშქან-შაპირში, უძველეს ქალაქში, რომლის ნანგრევებიც დღევანდელ სამხრეთ ერაყში მდებარეობს, ადამიანის მიერ გაკეთებული ქვის პირველი ნიმუში აღმოაჩინეს. გეოლოგები და არქეოლოგები ამბობენ, რომ ქვის დასამზადებლად მდინარეების, ტიგროსისა და ევფრატის, შლამს დადნობამდე ახურებდნენ და შემდეგ ნელ-ნელა აცივებდნენ, ისე, რომ „მიეღოთ კლდესავით მაგარი ფილა, რომელიც ვულკანურ ქანს, ანუ ბაზალტს, წააგავდა, — ნათქვამი იყო გაზეთში „ნიუ-იორკი ტაიმზი“. მაშინ იმ ტერიტორიაზე ბუნებრივი სამშენებლო მასალის ნაკლებობა იყო, ამიტომ ხელოვნური ბაზალტი, როგორც ჩანს, „გარკვეული რაოდენობით მზადდებოდა, იმისათვის რომ ბუნებრივი ბაზალტის მაგივრობა გაეწია“. დაახლოებით 4 000 წლის წინ ხელოვნური ქვით იქნა აშენებული მაშკან-შაპირი.

უსაფრთხოების ზომები საჭმლის მზადებისას

90—94 წლებში სამნერ რედსტოუნის დამწვრობის ცენტრში მასაჩუსეტსის სპეციალიზირებულ საავადმყოფოში დამწვრობის შედეგად ქალთა სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზი ის იყო, რომ მათ საჭმლის მზადებისას ეცვათ ისეთი ტანსაცმელი, რომელსაც იოლად ეკიდება ცეცხლი, — ნათქვამი იყო ერთ პუბლიკაციაში (Tufts University Health & Nutrition Letter). ხშირად მსხვერპლი 60 წლის ან უფრო ხნიერი ქალები იყვნენ, რომლებსაც ფართო მკლავიანი ჩასაცმელი ეცვათ და ასე ცდილობდნენ ანთებული ქურის იქით ჩაიდანს გადაწვდომოდნენ. შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ, საჭმლის კეთებისას თავი აარიდოთ სერიოზულ დამწვრობას: 1) არ უნდა გეცვათ საბანაო ხალათი და ფართო ტანისამოსი; 2) თუ შესაძლებელია, გამოიყენეთ წინა სანთურა, რომ ჩაიდნის ან ტაფის აღებისას აიცილოთ დამწვრობა და 3) ნუ ჩაიცვამთ აალებად ტანისამოსს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება