გავიხაროთ ღვთისგან მოცემული ზრდით
1 პირველ საუკუნეში ქრისტიანები სამეფოს გულმოდგინე მქადაგებლები იყვნენ. ისინი ხარობდნენ, როდესაც ‘დღითი დღე იზრდებოდა კრებების რიცხვი’ (საქ. 16:5). მათი გაბედული ქადაგება სწვდებოდა აზიას, ევროპასა და აფრიკას, რისი შედეგიც მორწმუნეთა დიდი მკა იყო.
2 იესომ იწინასწარმეტყველა, რომ უკანასკნელ დღეებში სამქადაგებლო საქმე მისწვდებოდა ‘მთელს მსოფლიოს და ყველა ხალხს’! (მათ. 24:14). ჯერ კიდევ ვღებულობთ 1996 სამსახურებრივი წლის ანგარიშებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც აჩვენებს სასწაულებრივ ზრდას და მაუწყებლების ახალ უმაღლეს მაჩვენებლებს. მრავალი ახალი კრება ჩამოყალიბდა. ეს სწრაფი ზრდა ითხოვს ასობით ახალი სამეფო და საკონგრესო დარბაზების მშენებლობას, აგრეთვე ზოგი ფილიალის გაფართოებას.
3 აგვისტოს 1996 წლის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ ნაჩვენები იყო აფრიკაში მიმდინარე დიდი მასშტაბის მშენებლობები. მსგავსი საქმიანობა მიმდინარეობს მთელ ლათინურ ამერიკაშიც. მექსიკა იტყობინება 1996 სამსახურებრივი წლის ბოლოს მაუწყებელთა გასაოცარ უმაღლეს რიცხვს: 470 098 და საშუალოდ 600 751 ბიბლიის შესწავლას, რაც 466 ახალი კრების ჩამოყალიბებას ითხოვს! თავიანთი ფილიალის გაფართოების დასრულებას გეგმავენ 1998 წლის დასასრულისთვის. მსგავსი ზრდა მრავალ სხვა ქვეყანაში სხვადასხვა თეოკრატიული შენობების პროექტების შეჩერების ნებას არ იძლევა.
4 მშენებლობა ყველგან ძვირი ჯდება, და მრავალ ქვეყანაში ჩვენს ძმებს ძალიან ცოტა თუ აქვთ შესაწირავად. მაგრამ იეჰოვასადმი გულმოდგინე მსახურებით ისინი ნამდვილად იზრდებიან სულიერად და რიცხობრივად. იგავნის 28:27 გვარწმუნებს, რომ „ვინც ღარიბს აძლევს, არ გაღარიბდება“. ჩვენს მზადყოფნას, დავეხმაროთ ამ სამშენებლო ხარჯებში, შედეგად მოჰყვება მატერიალური ‘თანასწორობა’, რაც ყველას მიანიჭებს ბედნიერებას, რომელიც გაცემის ნაყოფია და სიხარულს, რომელიც იმის ხილვის შედეგია, რომ იეჰოვა იძლევა ზრდას! (2 კორ. 8:13, 14, 15; საქ. 20:35).
[სურათი 4, 5 გვერდებზე]
პარაგვაის ფილიალი
[სურათი 4 გვერდზე]
ეკვადორის ფილიალი
[სურათი 4, 5 გვერდებზე]
მექსიკის ფილიალის გაფართოება, მშენებლობა
[სურათი 4, 5 გვერდებზე]
დომინიკელთა რესპუბლიკის ფილიალი
[სურათი 4 გვერდზე]
ბრაზილიის ფილიალი, გაფართოების ჩათვლით
[სურათი 4, 5 გვერდებზე]
ურუგვაის ფილიალი, მშენებლობა
[სურათები 5 გვერდზე]
ტიპიური დაბალფასიანი სამეფო დარბაზები ლათინურ ამერიკაში
1. ბრაზილია
2. ნიკარაგუა
3. ჩილე
4. კოლუმბია
5. მექსიკა
6. ბრაზილია
7. პერუ
8. ვენესუელა
9. მექსიკა