გულწრფელად იზრუნე ყველაზე, ვინც დაინტერესდა
1 მსოფლიო მასშტაბით სამეფოს შესახებ ქადაგება მალე დამთავრდება, რის შემდეგაც ყველა, „ვინც არ შეიცნო ღმერთი“, განადგურდება (2 თეს. 1:7–9). ამიტომ გულწრფელი ზრუნვა სხვების სიცოცხლეზე აღძრავს იეჰოვას ხალხს, რაც შეიძლება, მრავალთან მივიდნენ სამეფოს შესახებ ცნობით (სოფ. 2:3).
2 ყოველთვიურად მილიონობით საათი მიდის ‘რაღაც უკეთესის შესახებ კეთილი ცნობის’ მოსმენის მსურველების ძებნაში (ეს. 52:7, აქ). მიმდინარე ჟურნალების შეთავაზებისას მრავალმა აიღო „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ან ბროშურა — „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ ამ ადამიანებზე ნამდვილმა ზრუნვამ უნდა აღგვძრას, მთელი ძალისხმევით განვაგრძოთ დაინტერესებულების მონახულება (იგ. 3:27).
3 აწარმოე ზუსტი ჩანაწერები. მეტის შესრულება შეიძლება, თუ ინტერესისა და დატოვებული ლიტერატურის შესახებ სრულ და ზუსტ ჩანაწერებს აწარმოებ. ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა: მობინადრის სახელი, გვარი, მისამართი, შენი მიკითხების დრო და დღე, დატოვებული ლიტერატურა და განხილული საკითხი, დაგეხმარება, უფრო ეფექტური იყო განმეორებითი მონახულებისას. აგრეთვე, თუ ჩაიწერ პირველი საუბრისას მობინადრის მიერ რამეზე გამოთქმულ აზრს, წარმატებით შეძლებ მათ გამოყენებას განმეორებითი მონახულებისას საუბრის გასაგრძელებლად.
4 მალევე გააკეთე განმეორებითი მონახულებები. მათგან, ვისაც წინა თვეში დაუტოვე ლიტერატურა, რამდენთან სცადე კვლავ მისვლა? კვირები ხომ არ გავიდა უკვე, რაც ჯერ არ დაკავშირებიხარ? მათ მარადიულ კეთილდღეობაზე გულწრფელმა ზრუნვამ უნდა აღგძრას, რაც შეიძლება მალე მიაკითხო განმეორებით, უმჯობესია, რამდენიმე დღეში, ვინაიდან საუბარი ჯერ კიდევ ემახსოვრება. თუ ინტერესის გასავითარებლად ხელის შეწყობის მიზნით დაუყოვნებლივ მოინახულებ, ალბათ, შეძლებ, სატანის ძალისხმევას დაასწრო, სანამ ‘მოვა და მოიტაცებს მათში დათესილ სიტყვას’ (მარ. 4:15).
5 აუცილებელია მომზადება. შენი ეფექტურობა განმეორებითი მონახულებების გაკეთებაში დამოკიდებულია უშუალოდ იმაზე, თუ რამდენად კარგად ემზადები. წასვლამდე წინასწარ დაგეგმე, რას იტყვი. „ჩვენი სამეფო მსახურების“ 1997 წლის აპრილის ბოლო გვერდი გვთავაზობს ზოგ შეთავაზებას, რომლების გამოყენებაც წარმატებით შეიძლება, როცა სთავაზობ ჟურნალებს ან ბროშურას — „რას მოითხოვს“. შემდეგი, რაშიც უნდა მოემზადო, არის ის, რომ მხედველობაში გქონდეს რამე აზრები განმეორებითი მონახულებისას გასაზიარებლად. რის თქმა შეიძლება, როცა აკითხავ დაინტერესებულს? როგორ შეიძლება ბიბლიის შესწავლის დაწყება?
6 როცა განაგრძობ საუბარს, თუ რა უნდა გაკეთდეს დედამიწის განსაწმენდად და უკეთეს საცხოვრებელ ადგილად გადასაქცევად, შეგიძლია უთხრა:
◼ „წინა მონახულებისას შევთანხმდით, რომ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, ვიდრე შესაძლებელი იქნება დედამიწის გადაქცევა მშვიდობიან სამოთხედ. თქვენი აზრით, ადამიანებს აქვთ ის, რაც საჭიროა ამ საქმის შესასრულებლად? (საშუალება მიეცი, გიპასუხოს). გთხოვთ, შენიშნოთ, რატომ იქნება აუცილებელი ღვთის ჩარევა ადამიანის საქმეებში“. წაიკითხე ფსალმუნის 36:38. შემდეგ ბროშურა — „რას მოითხოვს“ — გადაშალე მე-5 გაკვეთილზე და გამოიყენე ამორჩეული ნაწილები მე-4 და მე-5 აბზაცებიდან, რათა აჩვენო, როგორ შეასრულებს ამ წინასწარმეტყველებას ღმერთი. შესთავაზე ბიბლიის შესწავლა ბროშურის გამოყენებით.
7 თუ პირველი მონახულებისას საუბრობდი ღვთის სამეფოს შესახებ და დატოვე ბროშურა — „რას მოითხოვს“ — განმეორებითი მონახულებისას შეგიძლია ამის მსგავსი რამ უთხრა:
◼ „ბოლო საუბრისას ღვთის სამეფო ვცანით როგორც რეალური მთავრობა, რომელიც უხელმძღვანელებს მთელ დედამიწას. ბიბლია გვიჩვენებს, რომ იესო ქრისტე იქნება მისი მმართველი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ნებისმიერი კურთხევა, რომლებიც გექნებათ ასეთი მთავრობისა და წინამძღოლის მმართველობისას?“ საშუალება მიეცი, გიპასუხოს. ბროშურა — „რას მოითხოვს“ — გადაშალე მე-6 გაკვეთილზე. მე-6 და მე-7 აბზაცებიდან ამორჩეული საკითხებისა და მე-13 გვერდზე მოცემული ილუსტრაციის გამოყენებით აჩვენე, რას გააკეთებს მომავალში ღვთის სამეფო კაცობრიობისთვის. წაიკითხე დანიელის 2:44 და, თუ სათანადოა, გააცანი წიგნი — „შემეცნება“ — და შესთავაზე ბიბლიის შესწავლა.
8 თუ იპოვე ვინმე, ვინც აღიარა, რომ ქვეყნიერების რელიგიებმა პრობლემები შექმნა კაცობრიობისთვის, განმეორებითი მონახულებისას შეგიძლია შემდეგი შეკითხვის დასმა:
◼ „გიფიქრიათ თუ არა ოდესმე, საიდან გვეცოდინება, რომელ რელიგიას იწონებს ღმერთი? (საშუალება მიეცი, გიპასუხოს.) ეს ბროშურა — „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ — გვთავაზობს ჭეშმარიტი რელიგიის ამოსაცნობ ნიშნებს“. გადაშალე მე-13 გაკვეთილზე და ყურადღება გაამახვილე მე-3—მე-7 აბზაცებში კურსივით მოცემულ ხუთ საკითხზე. საუბრის გაგრძელება შეგიძლია შემდეგი სიტყვებით: „ჭეშმარიტი რელიგიის პოვნასთან ერთად უნდა გავიგოთ, რას მოითხოვს ღმერთი პირადად ჩვენგან“. წაიკითხე იოანეს 4:23, 24. შესთავაზე ამის უფრო დაწვრილებით განხილვა. ბროშურა გადაშალე პირველ გაკვეთილზე და აჩვენე, როგორ ვატარებთ შესწავლებს.
9 როცა დაბრუნდები, რათა განაგრძო საუბარი ოჯახური ბედნიერების შესახებ, შეგიძლია რაღაც ამის მსგავსის თქმა:
◼ „როცა პირველად შევხვდით, მე გაცნობეთ ოჯახური ბედნიერების საიდუმლო, რაც იმაში მდგომარეობს, რომ უნდა გამოვიყენოთ ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, მოცემული რჩევა. როცა ის ყურადღებას ამახვილებს თანამედროვე ოჯახის მოთხოვნილებებზე, თქვენი აზრით, ბიბლია მოძველებულია თუ თანამედროვე?“ საშუალება მიეცი, გიპასუხოს. წარუდგინე წიგნი — „შემეცნება“. გადაშალე მე-2 თავზე და წაიკითხე მე-13 აბზაცში მოყვანილი ციტატა. მე-3 აბზაცში მოცემული აზრების გამოყენებით შესთავაზე ბიბლიის ოჯახური შესწავლა.
10 ზუსტი ჩანაწერებით, აუცილებელი მომზადებითა და ინტერესის გასაღვივებლად განმეორებით დაუყოვნებლივ მიკითხებით შევძლებთ მოყვასისადმი ისეთი სიყვარულის გამოვლენას, რომელიც გადარჩენის გზისკენ მიიზიდავს მას (მათ. 22:39; გალ. 6:10).