შესთავაზე წიგნი „ოჯახური ბედნიერება“ ყველა ასაკის ადამიანს
1 ერთმა კალიფორნიელმა ახალგაზრდამ შემდეგი სიტყვებით გამოხატა მადლიერება წიგნისთვის „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“: „გმადლობთ ამ ბრწყინვალე წიგნისთვის. მინდა, რომ ის ყველა ოჯახმა წაიკითხოს. მან ჩვენს ოჯახს მშვიდობა და ბედნიერება მოუტანა“. ამ ახალგაზრდის შემთხვევამ უნდა აღგვძრას ყველა ასაკის ადამიანს შევთავაზოთ წიგნი „ოჯახური ბედნიერება“. აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომლებიც შეგიძლია გამოიყენო მსახურებაში თებერვლის განმავლობაში.
2 ახალგაზრდას შეგიძლია უთხრა:
◼ „შენს ასაკში მრავალი ფიქრობს დაქორწინებაზე. მაგრამ სად შეიძლება ამ საკითხზე სანდო ინფორმაციის მონახვა? [ადროვე, გიპასუხოს.] ახალგაზრდები ხშირად ამბობენ, რომ ბოლომდე არ არიან დარწმუნებული ქორწინებისთვის თავიანთ მზადყოფნაში. მინდა, გაგიზიარო, რას ამბობს ამ თემასთან დაკავშირებით ეს სახელმძღვანელო“. გადაშალე წიგნი „ოჯახური ბედნიერება“ მე-14 გვერდზე და წაიკითხე მე-3 აბზაცი. შემდეგ აჩვენე ამ თავის ყველა ქვესათაური. შესთავაზე წიგნი და მოელაპარაკე განმეორებით მონახულებაზე. გახსოვდეს, რომ არასრულწლოვანისთვის წიგნის შეთავაზებამდე აუცილებელია ჯერ გაესაუბრო მის მშობლებს და ჰკითხო, წინააღმდეგი ხომ არ არიან, რომ მათმა შვილმა წიგნი წაიკითხოს.
3 ბავშვიანთან საუბრისას შეგეძლო გეთქვა:
◼ „ჩვენ მშობლებს ვუზიარებთ ბავშვების აღზრდაში დამხმარე რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას. ეს რჩევები მოცემულია ამ სახელმძღვანელოში, სათაურით „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. გადაშალე 55-ე გვერდზე. წაიკითხე მე-10 აბზაცი და მეორე რჯულის 6:6, 7 მე-11 აბზაციდან. შემდეგ 12—16 აბზაცებში აჩვენე დახრილი შრიფტით მოცემული წინადადებები. განაგრძე საუბარი: „ეს წიგნი მრავალ მშობელს დაეხმარა წარმატებით შეესრულებინა თავისი როლი. თუ გსურთ მისი წაკითხვა, სიამოვნებით დაგიტოვებთ ამ ეგზემპლარს“.
4 ასაკოვანთან საუბრისას შეგეძლო გეთქვა:
◼ „თქვენი აზრი მაინტერესებს ერთ საკითხთან დაკავშირებით“. გადაშალე წიგნი „ოჯახური ბედნიერება“ 169-ე გვერდზე და წაუკითხე მე-17 აბზაცის პირველი ორი წინადადება. შემდეგ სთხოვე, გამოთქვას თავისი აზრი. ვიდრე წიგნს შესთავაზებდე, შეგიძლია პასუხის შესაბამისად ამოუკითხო სხვა მონაკვეთები.
5 როცა განმეორებით მიდიხარ მათთან, ვისაც დაუტოვე წიგნი „ოჯახური ბედნიერება“, მიზნად დაისახე ბიბლიის შესწავლის დაწყება. შესწავლა შეგიძლია დაიწყო მე-8 გაკვეთილით ბროშურიდან „რას მოითხოვს“ ან მე-15 თავით წიგნიდან „შემეცნება“. შეეცადე, დაეხმარო ყველა ასაკის ადამიანს ბედნიერი ქრისტიანული ოჯახური ცხოვრების მოწყობაში.