„მოსწრებული სიტყვა“
1 გიძნელდება სიცოცხლის მომცემი ცნობის სხვებისთვის გაზიარება? ფიქრობ, რომ რაიმე განსაკუთრებული უნდა თქვა მსმენელის დასაინტერესებლად? როცა იესომ გაგზავნა მოწაფეები, მან უთხრა: „როდესაც მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოებულია ცათა სასუფეველი“ (მათ. 10:7). ცნობა უბრალო და ადვილად გადასაცემი იყო. ის დღესაც ასეთივეა.
2 ხშირად საუბრის დასაწყებად მხოლოდ რამდენიმე სიტყვაა საჭირო. როდესაც ფილიპე ეთიოპელ საჭურისს შეხვდა, მან ჰკითხა: „თუ გესმის, რასაც კითხულობ?“ (საქ. 8:30). რა დამაჯილდოებელი შედეგი მოჰყვა ‘მოსწრებულ სიტყვას’! (იგავ. 25:11).
3 შენ შეგიძლია მსგავსი მიდგომა გამოიყენო მსახურებაში. როგორ? თუ დაკვირვებული იქნები და მდგომარეობისთვის შესაფერის სიტყვებს შეარჩევ. დაუსვი კითხვა და დაელოდე პასუხს.
4 ზოგი ძირითადი კითხვა. საუბრის წამოსაწყებად შეგიძლია სცადო ამ კითხვებიდან რომელიმეს გამოყენება:
◼ თაყვანისცემისას იყენებთ უფლის ლოცვას (ანუ მამაო ჩვენო)? (მათ. 6:9, 10). წაიკითხე ეს მონაკვეთი და შემდეგ უთხარი: „ზოგიერთი ადამიანი სვამს კითხვას: რა არის ღვთის სახელი, რომლის განწმენდაც იესომ მოიხსენია? სხვებს აინტერესებთ: რა არის სამეფო, რომელზეც, როგორც იესომ გვითხრა, უნდა ვილოცოთ? იპოვეთ ამ კითხვების დამაკმაყოფილებელი პასუხები?“.
◼ „არასდროს დაინტერესებულხართ, რა არის სიცოცხლის აზრი?“. აუხსენი, რომ ეს ღვთის შემეცნებასთან არის დაკავშირებული (ეკლ. 12:13; იოან. 17:3).
◼ „როგორ ფიქრობთ, მოისპობა ოდესმე სიკვდილი?“. პასუხის საფუძვლად გამოიყენე ესაიას 25:8 და გამოცხადების 21:4.
◼ „არსებობს იოლი გამოსავალი მსოფლიოში არსებული უწესრიგობიდან?“. ბიბლიიდან აჩვენე, რომ ღმერთი გვასწავლის: „შეიყვარე მოყვასი შენი“ (მათ. 22:39).
◼ „გაანადგურებს კოსმოსური კატასტროფა დედამიწას?“. გაუზიარე ბიბლიის დანაპირები იმასთან დაკავშირებით, რომ დედამიწა მარადიულად იარსებებს (ფსალმ. 103:5).
5 გადაეცი კეთილი ცნობა უბრალოდ, უშუალოდ და გულისხმიერად. იეჰოვა აკურთხებს შენს ძალისხმევას ჭეშმარიტების „სიტყვის“ სხვებისთვის გასაზიარებლად.