სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
13 ნოემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 4
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
13 წთ.: შეკითხვების ყუთი. უხუცესის მოხსენება.
22 წთ.: «განავითარეთ ინტერესი, რომელიც ტრაქტატმა „ცნობა სამეფოს შესახებ“ №36-მა გამოიწვია». განიხილე კითხვა—პასუხებით აბზაცები 1—5. მოიხსენიე ჯერ კიდევ დაუმუშავებელი ტერიტორიის დასამუშავებლად გათვალისწინებული ადგილობრივი ღონისძიებები. მიმოიხილე მე-7 და მე-8 აბზაცებში მოცემული შეთავაზებები განმეორებითი მონახულებებისთვის და აჩვენე თითოეულის ინსცენირება. ხაზი გაუსვი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინტერესის გაღვივება და ბიბლიის შესწავლის დაწყების მცდელობა. დაასრულე მე-9 აბზაცისა და ციტირებული მუხლების განხილვით.
სიმღერა 63 და ლოცვა
20 ნოემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 111
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
15 წთ.: ტრაქტატის „ცნობა სამეფოს შესახებ“ № 36-ის გავრცელებასთან დაკავშირებული შემთხვევები. მოყევი ტერიტორიის დამუშავებისას მიღწეული წარმატებების შესახებ. კრებაში ვინმე პირველად იღებს მონაწილეობას მსახურებაში? მოყევი მობინადრეების მხრიდან დადებითად გამოხმაურების შემთხვევები. შეძლო რომელიმე მაუწყებელმა ბიბლიის შესწავლის დაწყება? თუ დიახ, ახსნან ან ამის ინსცენირება გააკეთონ. ყველას შეახსენე, ინტერესი განავითარონ.
20 წთ.: „განაგრძეთ ქადაგება!“. მოხსენება და ინტერვიუ. ზოგიერთი დაკავშირებული იყო იეჰოვას ორგანიზაციასთან და ისინი სამქადაგებლო საქმიანობაში ყოველთვის მონაწილეობდნენ. დადებითი განწყობილებით მათ სიხარული ჰპოვეს ამ საქმიანობაში (იხილე წიგნი „შემეცნება“, გვ. 179, აბზ. 20 და 1992 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 21, 22, აბზ. 14, 15 [რუს.]). მაუწყებელს, რომელიც მრავალი წელია აქტიურია, სთხოვე ახსნას ის მიზეზები, თუ რატომ ინარჩუნებს სიმტკიცეს სამქადაგებლო საქმიანობაში.
სიმღერა 141 და ლოცვა
27 ნოემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 153
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მაუწყებლებს შეახსენე ნოემბრის სამქადაგებლო მსახურების ანგარიშების ჩაბარება. დეკემბერში შესათავაზებელი ლიტერატურაა წიგნი „შემეცნება“. ერთ-ერთ მაუწყებელს სთხოვე, ინსცენირება გაუკეთოს შეთავაზებას.
20 წთ.: „ზუსტად ჩააბარე სამქადაგებლო მსახურების ანგარიში“. განიხილავს მდივანი კითხვა-პასუხებით. აღნიშნე მთავარი პუნქტები წიგნიდან „ჩვენი მსახურება“, გვ. 108—110 (რუს.).
15 წთ.: როგორ დავიხსნა თავი ტელევიზორის მონობისგან? უხუცესი ესაუბრება ახალგაზრდა ძმას, რომელიც დღეში რამდენიმე საათს უთმობს ტელევიზორის ყურებას. თავიდან ძმა დაჟინებით აცხადებს, რომ ამაში ცუდი არაფერია. ის ამბობს, რომ ეს, უბრალოდ, დასვენების ფორმაა და მასზე საზიანოდ არ მოქმედებს. უხუცესი განიხილავს ძირითად პუნქტებს წიგნიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“, თავი 36. ის განმარტავს, რომ ტელევიზორის გადაჭარბებულ ყურებას ძვირფასი დრო მიაქვს, რომელიც შეგვეძლო სხვაგვარად გამოგვეყენებინა პირადი შესწავლისთვის, მსახურებისთვის ან კრების დასახმარებლად. ახალგაზრდა ძმა მადლიერებას გამოთქვამს რჩევისთვის და ამბობს, რომ თავისივე სულიერი სარგებლობისთვის შეზღუდავს ტელევიზორის ყურებას.
სიმღერა 175 და ლოცვა
4 დეკემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 189
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: „მოსწრებული სიტყვა“. განხილვა აუდიტორიასთან და ინსცენირებები. მრავალი თავს უუნაროდ თვლის, როცა ცდილობს საუბრის დაწყებას და არასწორად ასკვნის, რომ შედეგის მისაღწევად განსაკუთრებული ოსტატობა ესაჭიროება. ახსენი, როგორ შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს, ახალი და ახალგაზრდა მაუწყებლების ჩათვლით, საუბრის წამოწყება მცირეოდენი ძალისხმევით. მიმოიხილე მოცემული შეთავაზებები, ყურადღება გაამახვილე მათ უბრალოებაზე და ორ ან სამ მაუწყებელს სთხოვე, ინსცენირება გაუკეთონ მათ. გამოიყენე 1998 წლის მარტის „ჩვენი სამეფო მსახურება“ (გვ. 8) დამატებითი შეთავაზებებისთვის, რომელთა გამოყენებაც შეიძლება. ყველა გაამხნევე, დადებითი განწყობილება შეინარჩუნონ, რომ უფრო მეტი სიხარული ჰპოვონ მსახურებაში.
სიმღერა 218 და ლოცვა