გსურს უფრო მეტის კეთება?
1 იესომ სამეფო ფასდაუდებელ განძს შეადარა (მათ. 13:44—46). სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებაც ასეთივე განძია. ეს მსახურება ჩვენ ცხოვრებაში უმთავრეს ადგილს იმსახურებს, მაშინაც კი, თუ მასში სრული მონაწილეობა ჩვენი მხრიდან მსხვერპლს მოითხოვს (მათ. 6:19—21). გსურს, უფრო მეტი აკეთო სამეფოს საქმეში?
2 განვიხილოთ საკითხის ძირითადი მომენტები: მსახურებაში უფრო მეტი მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე რამეა საჭირო: 1) მზადყოფნა ცხოვრებაში სამეფოს ინტერესების პირველ ადგილზე დასაყენებლად (მათ. 6:33), 2) იეჰოვასადმი რწმენისა და ნდობის გამოვლენა (2 კორ. 4:1, 7), 3) გულწრფელი და გამუდმებული ლოცვით იეჰოვასთვის დახმარების თხოვნა (ლუკ. 11: 8 —10), 4) ლოცვების შესაბამისად მოქმედება (იაკ. 2:14, 17).
3 მსახურების გაფართოების საშუალებები. ყოველ ჩვენგანს შეუძლია ძირითად მიზნად დაისახოს, ყოველ თვე რეგულარულად დაუთმოს გარკვეული დრო მსახურებას. მაგრამ ხომ არ გიფიქრია: როგორ გამოიყენო არაფორმალურად ქადაგების ყველა შესაძლებლობა? ცდილობ შენი შეთავაზებები უფრო ნათელი გახადო? განმეორებითი მონახულებები უფრო ეფექტურად გააკეთო და ჩაატარო ბიბლიის საშინაო შესწავლები? შეგიძლია იმსახურო დამხმარე ან სრული დროით პიონერად ან იქ, სადაც მაუწყებლებზე მეტი მოთხოვნილებაა? თუ მონათლული ძმა ხარ, შეგიძლია ისწრაფო იმისკენ, რომ გახდე სამსახურებრივი თანაშემწე ან უხუცესი? (1 ტიმ. 3:1, 10). შეგიძლია გააფართოვო მსახურება იმით, რომ შეავსო განცხადება ბეთელში მსახურებისთვის, სამსახურებრივი დახელოვნების სკოლისთვის ან გალაადის სკოლაში მისიონერული მომზადებისთვის? (ლუკ. 10:2).
4 ძმა, რომელსაც სრულ განაკვეთიანი სამსახური ჰქონდა და ბევრ დროს უთმობდა სპორტს, პიონერული მსახურებისკენ წაახალისეს. მან დამხმარე პიონერად დაიწყო მსახურება და შემდეგ ისე მოაგვარა საქმე, რომ სრული დროით გაეგრძელებინა მსახურება. მოგვიანებით მან სამსახურებრივი დახელოვნების სკოლა დაამთავრა, რაც მას სარაიონო ზედამხედველად მომზადებაში დაეხმარა. ის ამჟამადაც სარაიონო ზედამხედველად მსახურობს. ეს ძმა მოხარულია, რომ გამოეხმაურა ამ მოწოდებას და დარწმუნებულია, რომ უფრო ბედნიერია თავისი გადაწყვეტილების გამო, უფრო მეტი ეკეთებინა სამეფოს საქმეში.
5 იეჰოვა აკურთხებს მათ, ვინც ეხმაურებიან მოწვევას (ეს. 6:8). დაე არაფერმა შეგიშალოს ხელი მსახურების გაფართოებაში, რომელიც შედეგად დიდ კმაყოფილებასაც მოგგვრით და დიდად გაგამხნევებთ კიდეც.