თეოკრატიული სამსახურის სკოლა 2002 წლისთვის
1 ადამიანთა უმეტესობისთვის მეტყველების უნარი ჩვეულებრივი რამ არის. მაგრამ მეტყველება იეჰოვას ძღვენია. ის ერთმანეთთან ურთიერთობისა თუ აზრებისა და გრძნობების გამოხატვის საშუალებას გვაძლევს. და რაც უფრო მთავარია, მისი საშუალებით ჩვენი ღმერთის განდიდება შეგვიძლია (ფს. 21:23; 1 კორ. 1:4—7).
2 მამაკაცები, ქალები და ბავშვები თეოკრატიული სამსახურის სკოლაში სწავლობენ, თუ როგორ ამცნონ სხვებს იეჰოვას სახელი (ფს. 148:12, 13). სკოლის 2002 წლის პროგრამაში ბიბლიური თემების საკმაოდ ფართო სპექტრი შედის. ჩვენ შეგვიძლია პირადად ვისარგებლოთ ამით და მსახურებისას გამოვიყენოთ ისინი. სკოლისათვის მომზადებითა და პროგრამაში მონაწილეობის მიღებით, შეგვიძლია ცოდნა გავიღრმავოთ და, როგორც ღვთის სიტყვის მასწავლებლები, უფრო დავხელოვნდეთ (ფს. 44:2).
3 ყოველდღიურად იკითხეთ ბიბლია: თუ ბიბლია, ჩვეულებრივ, სადმე ახლოს გვაქვს, შეგვიძლია ნებისმიერი თავისუფალი წუთი გამოვიყენოთ მის წასაკითხად. დღის განმავლობაში უმეტესობა ჩვენგანს აქვს რამდენიმე თავისუფალი წუთი, რომლის გამოყენებაც ამგვარად შეუძლია. რამდენად სასარგებლოა ყოველდღიურად, სულ მცირე, ერთი გვერდის წაკითხვა მაინც, რაც საკმარისია იმისათვის, რომ სკოლის პროგრამაში ბიბლიის კითხვის გეგმას არ ჩამოვრჩეთ! (ფს. 1:1—3).
4 ბიბლიის კითხვის კარგი უნარის წყალობით შეიძლება მსმენელთა გულები იეჰოვას განსადიდებლად აღვძრათ. სკოლაში №2 დავალების შემსრულებელმა ძმებმა უნდა ივარჯიშონ და ივარჯიშონ ხმამაღლა კითხვაში. სკოლის ზედამხედველი შეაქებს მოსწავლეს და მისცემს რჩევებსაც, რომლებიც კითხვის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
5 დავალება №3 დაფუძნებულია წიგნზე „დიდებული ადამიანი“, №4 კი ბროშურაზე „ბიბლიური თემები“. დებმა ისეთი სიტუაცია უნდა შეარჩიონ, რომელიც მათ ტერიტორიაზე პრაქტიკულია. სკოლის ზედამხედველმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, თუ როგორ ასწავლიან ისინი და როგორ იყენებენ საღვთო წერილს.
6 დაე თეოკრატიული სამსახურის სკოლა თითოეულ ჩვენგანს დაგვეხმაროს, გამოვიყენოთ ღვთის მიერ ბოძებული ძღვენი — მეტყველების უნარი, რათა სხვებს სასიხარულო ცნობა ვამცნოთ და ჩვენი დიდებული ღმერთი, იეჰოვა განვადიდოთ! (ფს. 33:2; ეფეს. 6:19).