სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
10 დეკემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 205
13 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევების მიხედვით მოაწყვეთ ინსცენირება, თუ როგორ შესთავაზოთ 1) 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“და 2) 22 დეკემბრის „გამოიღვიძეთ!“
12 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
20 წთ.: „კურთხევები, რომლებიც იეჰოვას სიყვარულის საპასუხოდ მადლიერების გამოვლენას მოაქვს“ (ნაწილი II)a. მე-2—6 აბზაცების განხილვისას კრების წევრებს სთხოვე, მოყვნენ გამამხნევებელი შემთხვევები, რომლებიც გადახდათ მაშინ, როცა მანუგეშებელი და იმედის მომცემი სიტყვებით გაამხნევეს ისინი, ვინც ახლახან მომხდარი უბედური შემთხვევის გამო დეპრესიაში იყვნენ და წუხდნენ. მონაწილეობის მისაღებად წინასწარ გააფრთხილა კრების ერთი ან ორი წევრი.
სიმღერა 222 და ლოცვა.
17 დეკემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 211
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. საფინანსო ანგარიში.
22 წთ.: „იყავი ღვთის სიტყვის სწორად გადამცემი“b. მე-4 აბზაცში მოცემული შეთავაზების მიხედვით მოაწყვე რეალური სურათის ამსახველი ინსცენირება. მოაწყვე აგრეთვე ისეთი ეფექტური ინსცენირება, რომელიც გაამხნევებს და ანუგეშებს იმ ადამიანებს, რომლებიც დღევანდელი მსოფლიო მდგომარეობით არიან დამწუხრებული. შესაძლოა ინსცენირებაში მოკლედ ჩაერთოს რაიმე შემთხვევა. აუდიტორიას სთხოვე, აზრი გამოთქვან იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ფიქრობენ, რომ ქადაგებისას ბიბლიის გამოყენება ბევრად უფრო ეფექტური იქნება.
13 წთ.: «თუ ვინმე გეუბნებათ — „თქვენ თქვენი ბიბლია გაქვთ“». მე-7 გვერდზე მოცემული ჩარჩოს აუდიტორიასთან განხილვა. რის თქმა შეგვიძლია, თუ ხალხი მაინცდამაინც დიდი ინტერესით არ გვისმენს იმის გამო, რომ ქადაგებაში „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ ვიყენებთ? მაუწყებლებს წინასწარ სთხოვე თავიანთი სიტყვებით გადმოსცენ აქ მოყვანილი საპასუხო აზრები.
სიმღერა 225 და ლოცვა.
24 დეკემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 218
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მოიხსენიე იანვარში შესათავაზებელი ლიტერატურა და წიგნები, რომლებიც კრების მარაგშია. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევების მიხედვით მოაწყვე ჟურნალების შეთავაზების ორი მოკლე ინსცენირება; გამოიყენეთ 1 იანვრის „საგუშაგო კოშკი“ და 8 იანვრის „გამოიღვიძეთ!“-ი. ერთ-ერთი შეთავაზება ახალგაზრდა მაუწყებელმა გააკეთოს.
10 წთ.: „თეოკრატიული სამსახურის სკოლა 2002 წლისთვის“. სკოლის ზედამხედველის მოხსენება. ყველა წაახალისე, რომ გულმოდგინედ შეასრულონ თავიანთი დავალებები.
25 წთ.: „დავეხმაროთ ადამიანებს იეჰოვასათვის მთელი გულით მსახურებაში“. განხილვას უძღვება უხუცესი. სთხოვე გამოცდილ პიონერს, მონაწილეობა მიიღოს ინსცენირებაში, სადაც ის გულითადად ისაუბრებს ბიბლიის ისეთ შემსწავლელთან, რომელიც რეგულარულად ესწრება კრების შეხვედრებს, მაგრამ მონათვლისგან თავს იკავებს. გამოიყენე 1992 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“ მოცემული სტატია „უნდა მოვინათლო თუ არა?“ (რუს.). ინტერვიუ ჩამოართვი ერთ ან ორ სრული დროით მსახურს და სთხოვე მოყვნენ, თუ ვინ აღძრა ისინი და დაეხმარა სრული დროით მსახურების მიზნით საჭირო ცვლილებები მოეხდინათ. სთხოვე, მოიხსენიონ თავიანთი შემდგომი მიზნები, რომლის მიღწევასაც ახლა ცდილობენ.
სიმღერა 24 და ლოცვა.
31 დეკემბრით დაწყებული კვირა
შენიშვნა: კრებებმა 31 დეკემბრის კვირის სამსახურებრივი შეხვედრა არ უნდა გადაიტანონ სხვა დღეს. ყველა კრებაში კონგრესის შესახებ დანართი სამსახურებრივ შეხვედრაზე გეგმის შესაბამისად უნდა იქნეს განხილული. თუ ამ კვირაში სარაიონო კონგრესი ტარდება, წიგნის შესწავლის ხელმძღვანელებმა წიგნის შესწავლის შეხვედრის დროს მაუწყებლებს უნდა გამოუცხადონ, თუ სად და როდის ჩატარდება კონგრესი.
სიმღერა 140
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მაუწყებლებს შეახსენე, ჩააბარონ დეკემბრის სამქადაგებლო სამსახურის ანგარიშები. თუ ახალი წლიდან თქვენი კრება შეცვლის შეხვედრების დროს, გულთბილად მოუწოდე ყველას, რომ კვლავაც რეგულარულად განაგრძონ შეხვედრებზე დასწრება. ყველა დაინტერესებულმა და ნებისმიერმა არააქტიურმა მაუწყებელმა უნდა იცოდეს ამ ცვლილების შესახებ.
15 წთ.: მიაგეთ უხუცესებს პატივი, რომელსაც ისინი იმსახურებენ. ორი ან სამი სამსახურებრივი თანაშემწე განიხილავს 1999 წლის 1 ივნისის „საგუშაგო კოშკის“ მე-18—19 გვერდებზე მოცემულ სტატიას. ისინი აღნიშნავენ, რომ უხუცესებს მრავალი ვალდებულება აკისრიათ. მაგალითად: ოჯახის სარჩენად მუშაობა, ოჯახური პასუხისმგებლობები და თეოკრატიული დავალებები. აღნიშნე, თუ როგორ შეგვიძლია ყველას მათი გამხნევება, მათთვის ტვირთის შემსუბუქება და მათი მითითებების შესრულება. თანაშემწეები ერთსულოვნად გამოხატავენ აზრს, რომ უხუცესების მსახურება დასაფასებელია და ისინი „უაღრეს სიყვარულს“ იმსახურებენ (1 თეს. 5:12, 13).
20 წთ.: «იეჰოვას მოწმეთა 2002 წლის საოლქო კონგრესი „ღვთის სამეფოს შესახებ გულმოდგინე მქადაგებლები“»c. წარმოთქვას კრების მდივანმა და ყურადღება გაამახვილოს მე-4—12 აბზაცებზე. მე-3 აბზაცის განხილვისას წაიკითხეთ 2001 წლის 15 დეკემბრის კონგრესზე მოსაწვევი წერილი. გულითადად წაახალისეთ კრება, რაც შეიძლება ჩქარა მოაგვარონ კონგრესზე დასწრებასთან დაკავშირებული საკითხები.
სიმღერა 219 და ლოცვა.
7 იანვრით დაწყებული კვირა
სიმღერა 20.
10 წთ: ადგილობრივი განცხადებები.
20 წთ: საუკეთესოდ გამოიყენეთ თქვენი ცხოვრება. ოჯახის წევრები არჩევენ 1998 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ მე-8 და მე-9 გვერდებზე მოცემულ სტატიას. მამის სურვილია, ოჯახი ისეთ გზას ადგეს, რომელიც სიხარულს მოუტანს და არა იმედგაცრუებას. ისინი განიხილავენ სტატიაში მოცემულ ბიბლიურ რჩევებს, თუ როგორ მიაღწიონ სიხარულით უფრო აღსავსე ცხოვრებას. ეს შესაძლებელი იქნება, თუ ყურადღებას გაამახვილებენ იეჰოვასადმი ნდობაზე, გამჭრიახობის აუცილებლობასა და იმაზე, თუ რისთვის ღირს უპირატესობის მინიჭება. ისინი მოკლედ აღნიშნავენ იმ სფეროებს, რომლებშიც მათ ოჯახს შეუძლია გაუმჯობესება.
15 წთ: ყურადღება მივაქციოთ ჩვენს სამეფო დარბაზს. უხუცესის მოხსენება. ყურადღება მიაქციე სამეფო დარბაზის მდგომარეობას. რა გეგმებია დასახული უფლის საღამოს წინ საგაზაფხულო დალაგებასთან დაკავშირებით? მანამდე, რის შეკეთებაა საჭირო? აღნიშნე, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლია ამაში კრებას. ყურადღება გაამახვილე იმის აუცილებლობაზე, რომ ჩვენი თაყვანისმცემლობის ადგილი ირეკლავდეს იმ მშვენებასა და დიდებულებას, რომელიც იეჰოვას სახლს შეშვენის (ფსალმ. 84:1).
სიმღერა 126 და ლოცვა.
[სქოლიო]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.