როგორ უნდა გამოავლინონ ყურადღება წიგნის შესწავლის ზედამხედველებმა?
1 წიგნის შესწავლა „სულიერი წინსვლისთვის უფრო მეტი ყურადღების დათმობის საშუალებას აძლევს თითოეულს... ამით მტკიცდება, რომ იეჰოვა წყალობას ავლენს და სათუთად ზრუნავს თავის ხალხზე“ (om გვ. 75; ეს. 40:11). წიგნის შესწავლის ზედამხედველის მნიშვნელოვანი მოვალეობა ასეთი ყურადღების გამოვლენაა.
2 წიგნის შესწავლაზე. ვინაიდან ეს ჯგუფები შეგნებულად არის მცირერიცხოვანი, წიგნის შესწავლის ზედამხედველს საშუალება ეძლევა, კარგად გაიცნოს თავისი ჯგუფის წევრები (იგავ. 27:23). ძირითადად, ამის შესაძლებლობა ჩნდება ყოველკვირეულ შესწავლამდე ან შესწავლის შემდეგ. თვის განმავლობაში მან შეიძლება ჯგუფის თითქმის ყველა წევრთან შეძლოს გასაუბრება. ეს წიგნის შესწავლის წევრებს დაეხმარება, უფრო მშვიდად იგრძნონ თავი და თავისუფლად მიმართონ ზედამხედველებს, როდესაც განსაცდელების პირისპირ აღმოჩნდებიან ან გამხნევება დასჭირდებათ (ეს. 32:2).
3 წიგნის შესწავლის ზედამხედველი ცდილობს, წაახალისოს მთელი ჯგუფი, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა შესწავლაში. ზედამხედველისთვის ამის გაკეთების ერთ-ერთი საშუალება შესწავლის თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში ჩატარებაა (1 თეს. 2:7, 8). ის ეძებს სხვადასხვა საშუალებას, რათა განხილვაში ყველა და მათ შორის ბავშვებიც კი ჩართოს. თუ ვინმე ვერ ბედავს პასუხის გაცემას, შეიძლება პირადად ეხმარება იმით, რომ წინასწარ ურიგდება, რომელი ბიბლიური მუხლი წაიკითხოს ან რომელ აბზაცზე უპასუხოს. ის, შესაძლოა, აჩვენებს კიდეც, როგორ უპასუხოს თავისი სიტყვებით.
4 თანაშემწე, რომელიც წიგნის შესწავლის ზედამხედველის დამხმარედ მსახურობს, ჯგუფის ხელმძღვანელის დავალებით ორ თვეში ერთხელ უძღვება შესწავლას. ეს ზედამხედველს საშუალებას აძლევს, დააკვირდეს თავის დამხმარეს და მისცეს პრაქტიკული რჩევები. რა ბრწყინვალე საშუალებაა ძმების დასახმარებლად, რათა მათ სწავლების ხელოვნება გაიუმჯობესონ! (ტიტ. 1:9).
5 სამქადაგებლო მსახურებაში. წიგნის შესწავლის ზედამხედველის ერთ-ერთი ძირითადი პასუხისმგებლობა სამქადაგებლო მსახურების გაძღოლაა (რიცხ. 27:16, 17). ის ორგანიზებას უწევს ჯგუფურ ქადაგებას და ცდილობს, ჯგუფის ყველა წევრისთვის მსახურება სიხარულის მომგვრელი იყოს (ეფეს. 4:11, 12). ამის მისაღწევად კი მიზნად ისახავს ჯგუფის თითოეულ წევრთან ქადაგებას. ამასთანავე, წიგნის შესწავლის ზედამხედველი სამსახურებრივ ზედამხედველთან ერთად მსახურების გარკვეული ასპექტების გაუმჯობესების მსურველთ ეხმარება, უფრო მეტად გამოცდილი მაუწყებლებისგან მიიღონ დახმარება.
6 მოსიყვარულე მწყემსი. წიგნის შესწავლის ზედამხედველი ინტერესდება იმ მაუწყებლებით, რომლებიც თავიანთი პირობებიდან გამომდინარე მხოლოდ მცირეოდენი დროის დათმობას ახერხებენ სამქადაგებლო მსახურებისთვის. ის უნდა დარწმუნდეს, მართლაც ვის აქვს შეზღუდული შესაძლებლობები ასაკისა თუ იმის გამო, რომ სახლიდან ვერ გადის; ან ვინ არის დროებით უუნარო სერიოზული ავადმყოფობისა თუ ტრავმის გამო. ასეთ მაუწყებლებს, თუ არა აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ იქადაგონ სრული საათი, შეუძლიათ ჩააბარონ ყოველთვიური ანგარიში 15 წუთის სიზუსტით. (კრების სამსახურებრივი კომიტეტი გადაწყვეტს, ვის შეეხება ეს ცვლილებები.) ის ასევე ყურადღებას ავლენს ჯგუფის იმ წევრებისადმი, რომლებიც არააქტიურები გახდნენ და ცდილობს დაეხმაროს, კვლავ განაახლონ კრებასთან ერთად მსახურება (ლუკ. 15:4—7).
7 რამდენად მადლიერი ვართ წიგნის შესწავლის ზედამხედველების მიერ გამოვლენილი ასეთი, სიყვარულით აღსავსე, ყურადღებისთვის! ასეთი ყურადღება გვეხმარება, რომ ‘ყველამ მივაღწიოთ რწმენის ერთიანობასა და ქრისტეს სისავსის ასაკის ზომას’ (ეფეს. 4:13).