სრული სარგებლობის მიღება საოლქო კონგრესიდან „სამეფოს შესახებ გულმოდგინე მაუწყებლები“
1 გამამხნევებელი პროგრამა. რა გამამხნევებელი პროგრამა გვქონდა გასულ საოლქო კონგრესზე! ჩვენ შევიკრიბეთ საერთო მიზნით — უკეთ მოვმზადებულიყავით სამეფოს შესახებ გულმოდგინე მაუწყებლებად. გახსოვთ, როგორ განმარტა პირველმა მომხსენებელმა სიტყვა „აუწყო“? შეგიძლიათ გაიხსენოთ, რის გამოსაკვლევად აღგვძრა თემამ „იყავით უშიშარნი, რადგან ვიცით, რომ იეჰოვა ჩვენთანაა“? რომელ შემთხვევებზე იფიქრეთ უკვე?
2 მოხსენებათა სერიამ „ჩვენი რწმენა განსაცდელებით იცდება“ აჩვენა იმის სამი მთავარი მიზეზი, თუ რატომ უშვებს იეჰოვა დევნას. შეგიძლიათ გაიხსენოთ ეს მიზეზები? რომელ ბიბლიურ მუხლებზეა დაფუძნებული ჩვენი ქრისტიანული ნეიტრალიტეტი? გვახსოვს თუ არა, როგორ უნდა მოვემზადოთ იმ სირთულეებისთვის, რომლებიც ჩვენმა ნეიტრალურმა პოზიციამ შეიძლება გამოიწვიოს? როგორ განადიდებს იეჰოვას ის, თუ განსაცდელებისას ერთგულებას ვინარჩუნებთ?
3 დრამის — „მტკიცედ იდექით მშფოთვარე დროში“ — რომელმა ნაწილმა გაგაძლიერათ განსაკუთრებით? როგორ შეგვიძლია იერემიას მსგავსი ვიყოთ?
4 ღვთის შიშისმომგვრელ დღემდე მოსახდენი რა მნიშვნელოვანი ცვლილებები იყო განხილული საჯარო მოხსენებაში „წარმავალია წუთისოფლის სახე“? ბოლო მოხსენების — „სამეფოს შესახებ გულმოდგინე მაუწყებლებო, იუხვეთ კეთილ საქმეებში!“ — მოსმენისას, როგორ დაუკავშირეთ ეს ინფორმაცია პირადად თქვენს მსახურებას?
5 მნიშვნელოვანი საკითხები. როგორც განმარტებული იყო მოხსენებაში „გამოავლინეთ მადლიერება“, როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ იეჰოვასადმი გულწრფელი მადლიერება? ვისი გულმოდგინე მსახურების მიბაძვისკენ აღგვძრა წამყვანმა მოხსენებამ „ღვთის მსახურები გულმოდგინედ აუწყებენ სამეფოს შესახებ“? როგორი თვითგამოკვლევისკენ მოგვიწოდა მომხსენებელმა?
6 როგორც მოხსენებათა სერიაში — „მიქას წინასწარმეტყველება აღგვძრავს, ვიაროთ იეჰოვას სახელით“ — იყო ხაზგასმული, რა სამ მოთხოვნას უნდა შევესაბამებოდეთ იეჰოვას კეთილგანწყობის მისაღებად? შესაძლებელია ამ მოთხოვნების შესრულება? (მიქ. 6:8). როგორც აჩვენა თემამ „შეინახეთ გული და შეინარჩუნეთ უმწიკვლობა“, რომელ სხვადასხვა სფეროში უნდა დავიცვათ ზნეობრივი სიწმინდე? როგორც გამოჩნდა მოხსენებიდან „თავი დაიცავით სიცრუისგან“, რა სფეროებში გვმართებს სიფრთხილე, რომ არც თავად შევცდეთ და არც სხვები შევიყვანოთ შეცდომაში?
7 რომელი პრაქტიკული რჩევების გამოყენება დაიწყეთ მსახურებაში მოხსენებათა სერიის — „სამეფოს შესახებ მაუწყებლები განადიდებენ თავიანთ მსახურებას“ — მოსმენის შემდეგ? მოხსენებაში „სულიერ თემებზე საუბრები რწმენას გვიმტკიცებს“ განხილული იყო ფილიპელთა 4:8. როგორ გვეხმარება ეს მუხლი იმაში, რომ სულიერ თემებზე საუბრები შეგვეძლოს და როდის გვმართებს ამის კეთება?
8 მოხსენებაში „ბოლომდე მიენდე იეჰოვას გაჭირვების ჟამს“ განხილული იყო, როგორ გადავიტანოთ უბედური შემთხვევები, ფინანსური პრობლემები, ცუდი ჯანმრთელობა, ოჯახური პრობლემები და სისუსტეები, რომლებიც მუდამ გვახსენებენ თავს. როგორ ვაჩვენოთ იეჰოვას, რომ ასეთ სიტუაციებში ვენდობით მას?
9 ახალი სულიერი საჩუქრები. როგორ გავიხარეთ, როდესაც მივიღეთ ახალი წიგნი „თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“! როგორ იმოქმედა შენზე განცხადებაში ახსნილმა ამ წიგნის მიზანმა? რატომ იქნება ის დამხმარე, როგორც მეორე შესასწავლი წიგნი, მოწაფეების მომზადების საქმეში?
10 შემდეგ მივიღეთ ბრწყინვალე წიგნი: „დაუახლოვდი იეჰოვას“. რით არის ეს წიგნი განსაკუთრებული? რომელი სურათი მოგეწონათ ყველაზე მეტად? დაგაახლოვათ ამ წიგნის კითხვამ იეჰოვასთან? კიდევ ვისთვის შეიძლება იყოს ის სასარგებლო?
11 საოლქო კონგრესმა „სამეფოს შესახებ გულმოდგინე მაუწყებლები“ ნამდვილად გაგვამხნევა სულიერად. ამ მძიმე დროს კი ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ სრული სარგებლობა მივიღოთ უმთავრესი სულიერი ღონისძიებიდან, ღრმად უნდა ჩავიბეჭდოთ ყველაფერი, რაც ითქვა; დავაფასოთ, რაც მივიღეთ და ცხოვრებაში გამოვიყენოთ, რაც ვისწავლეთ (2 პეტ. 3:14). ეს გაგვაძლიერებს, რათა უმწიკვლობა შევინარჩუნოთ და დავამტკიცოთ, რომ ჩვენი უფლის, იესოს მსგავსად ვართ ღვთის სამეფოს შესახებ გულმოდგინე მაუწყებლები და იეჰოვას სახელის განმადიდებლები (ფილ. 1:9—11).