მათ ერთგულების მაგალითი დაგვიტოვეს
1 1937 წელს სრული დროით მსახურების ახალ ფორმას — სპეციალურ პიონერულ მსახურებას — ჩაეყარა საფუძველი. ქრისტიანულ მსახურებაში გამოცდილი და-ძმები სიხარულით იღებდნენ ახალ დანიშნულებებს და მსახურობდნენ იქ, სადაც ორგანიზაცია აგზავნიდა. სპეციალური პიონერები დღესაც, ათწლეულების შემდეგაც ერთგულების მისაბაძ მაგალითს გვაძლევენ (ებრ. 6:12).
2 ყოველთვის პირველები. თავდაპირველად, სპეციალური პიონერები სამქადაგებლო საქმიანობის წინ წასაწევად პორტატიულ გრამოფონებს იყენებდნენ კარდაკარ მსახურებისას. ისინი აგრეთვე იყენებდნენ ჩანაწერებს განმეორებითი მონახულებების დროს ბიბლიაზე სასაუბროდ. ასე ხდებოდა დიდ ქალაქებში, სადაც უკვე იყო კრებები. მოგვიანებით, სპეციალური პიონერები გაგზავნეს იმ ტერიტორიებზე, სადაც უფრო მეტი მაუწყებელი იყო საჭირო. ისინი ინახულებდნენ მათ, ვინც ინტერესს ავლენდა და ატარებდნენ ბიბლიის შესწავლებს. მათი გულმოდგინების წყალობით ასობით ახალი კრება ჩამოყალიბდა. ისინი დაუღალავად ახარებდნენ სასიხარულო ცნობას, რამაც ხელი შეუწყო ორგანიზაციის საოცარ ზრდას, რის შედეგსაც დღეს ვხედავთ (ეს. 60:22). სპეციალურ პიონერებს დღესაც დიდი წვლილი შეაქვთ ცისქვეშეთში ყველა ქმნილებისთვის სასიხარულო ცნობის ქადაგებაში (კოლ. 1:23).
3 ჩვენთვის მისაბაძი მაგალითები. ზოგი სპეციალური პიონერი უკვე ათწლეულებია, რაც სრული დროით მსახურობს. წლების განმავლობაში ამ ერთგულ და-ძმებს რწმენა განუმტკიცდა სხვადასხვა განსაცდელთან გამკლავების შედეგად (1 პეტ. 1:6, 7). ისინი უარს ამბობენ კომფორტულ ცხოვრებაზე, რათა იმსახურონ იქ, სადაც მეტი მქადაგებელია საჭირო. ზოგიერთი ახლა ღრმად მოხუცებულია და სუსტ ჯანმრთელობასთან ან სხვა პრობლემებთან უწევს გამკლავება (2 კორ. 4:16, 17). მიუხედავად ამისა, ისინი „სიბერეშიც იღებენ ნაყოფს“ (ფსალმ. 91:15). ისინი ენდობიან იეჰოვას და კურთხევებსაც იღებენ მისგან (ფსალმ. 33:9; იგავ. 10:22).
4 სპეციალური პიონერები ჩვენგან გულწრფელ შექებას იმსახურებენ. თუ თქვენს კრებაში არიან სპეციალური პიონერები, ეცადეთ რაც შეიძლება ხშირად ითანამშრომლოთ მათთან და ისწავლოთ მათი გამოცდილებიდან. გამოავლინეთ მადლიერება მათდამი, ვინაიდან ისინი ერთგულად ქადაგებენ სამეფოს შესახებ. მათი სიმტკიცე თქვენც განგამტკიცებთ. ყველა ვინც მათ რწმენას ჰბაძავს მიიღებს იეჰოვას კეთილგანწყობასა და კურთხევებს, რადგან „ჭეშმარიტებით მოქმედნი მისთვის სასურველია“ (იგავ. 12:22).