ნოემბერში გავავრცელებთ „გამოიღვიძეთ!“-ის სპეციალურ ნომერს
1 მრავალი ადამიანი ბიბლიასთან დაკავშირებით გულწრფელად სვამს კითხვებს. მათ აინტერესებთ: „თუ ადამიანებმა დაწერეს ბიბლია, რატომღა ეწოდება მას ღვთის სიტყვა? რატომ უნდა ვენდო ბიბლიას და ვიხელმძღვანელო მისით? რამდენად მიღირს ბიბლიის წაკითხვისთვის და სწავლისთვის დროის გამოყოფა და ძალისხმევის მოხმარება? ბიბლიის რომელი თარგმანი უნდა გამოვიყენო?“ ეს არის ზოგიერთი კითხვა იმ კითხვებიდან, რომლებსაც პასუხი გაეცემა ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“-ის სპეციალურ ნომერში სათაურით „ენდობით ბიბლიას?“
2 ჩვენ გვსურს, რომ უბნებზე რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდოთ „გამოიღვიძეთ!“-ის ეს სპეციალური ნომერი. თუ შესაძლებელია, ნოემბერში ყოველ შაბათს იმსახურე კარდაკარ კრებასთან ერთად. „გამოიღვიძეთ!“-ის ეს ნომერი შესთავაზე ნათესავებს, მეზობლებს, თანამშრომლებს, მასწავლებლებს, თანაკლასელებს და მათ, ვისაც განმეორებით ინახულებ. თან იქონიე ეს ჟურნალი საყიდლებზე სიარულისა თუ მგზავრობის დროს. უხუცესებს გამოწერილი ექნებათ ჟურნალის დამატებითი ნომრები, რომ კრებას საკმაო რაოდენობის ჟურნალი ჰქონდეს მარაგში.
3 დაიწყე ბიბლიის შესწავლა: თუ ვინმესთან ჟურნალს დატოვებ, საუბრის დასრულებამდე საფუძველი ჩაუყარე ბიბლიის შესწავლას. მაგალითად, შეგეძლო გეთქვა: „მომავალში სიამოვნებით გიჩვენებდით, თუ როგორ პასუხობს ბიბლია კითხვას, რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწის მიმართ?“ განმეორებითი მონახულებისას თან გქონდეს წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ და მობინადრეს უჩვენე წიგნის მე-4 და მე-5 გვერდები ან განიხილე მასთან მე-3 თავის პირველი სამი აბზაცი. ან შეგეძლო ასეთი რამ გეთქვა: „შემდეგში შეგვეძლო გვესაუბრა იმ ბიბლიურ წინასწარმეტყველებაზე, რომელიც დღეს სრულდება“. როდესაც განმეორებით მოინახულებ მობინადრეს, მასთან ერთად განიხილე წიგნის მე-9 თავის 1—3 აბზაცი. ან მობინადრეს შეგიძლია უთხრა: „ბევრს უჭირს იმის გაგება, რასაც ბიბლიაში კითხულობს. შემდეგში სიამოვნებით გიჩვენებდით, თუ როგორ შეგიძლიათ თქვენი ბიბლიის უკეთ გაგება“. განმეორებითი მონახულებისას წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია?“ უჩვენე, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა.
4 მხოლოდ ბიბლიას შეგვიძლია ვუწოდოთ „წმინდა წერილები“, რადგან მხოლოდ მას შეუძლია ჩვენი „დაბრძენება გადასარჩენად“ (2 ტიმ. 3:15). ამიტომ, მოდი ყოველმა ჩვენგანმა მთელი გულმოდგინებით გავავრცელოთ „გამოიღვიძეთ!“-ის ეს სპეციალური ნომერი, რათა ხალხს დავეხმაროთ ბიბლიისადმი ნდობის განვითარებაში!