მიზნად დაისახე ბიბლიის შესწავლის დაწყება
1 „ასწიეთ თავი და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან მოსამკელად“ (იოან. 4:35). იესო ქრისტეს ეს სიტყვები ძალზე აქტუალურია დღეს მცხოვრები ქრისტიანებისთვის.
2 ჩვენ დღესაც ვხვდებით გულწრფელ ადამიანებს, რომლებსაც სურთ იეჰოვას გზების სწავლა. ამაზე აშკარად მეტყველებს იმ ახალი მოწაფეების რიცხვი, რომლებიც ყოველ წელს ინათლებიან. რა უნდა გააკეთო, თუ ძალიან გსურს, გქონდეს ბიბლიის შესწავლა?
3 დაისახე მიზანი: უპირველეს ყოვლისა, მიზნად დაისახე, დაიწყო ბიბლიის შესწავლა და რეგულარულად ჩაატარო ის. მსახურების დროს ყოველთვის გახსოვდეს ეს მიზანი. რამდენადაც ჩვენ ქადაგების საქმე გვაქვს დაკისრებული, რაშიც სწავლებაც შედის, ყველანაირად უნდა ვეცადოთ ბიბლიის შესწავლების დაწყებას (მათ. 24:14; 28:19, 20).
4 კიდევ რა უნდა გვახსოვდეს: სამეფოს მაუწყებლებისთვის გულწრფელი ლოცვა უაღრესად მნიშვნელოვანია. ზოგჯერ ჩვენ ისეთ ადამიანებს ვხვდებით, რომლებიც ლოცულობენ სულიერი დახმარებისთვის. რაოდენ დიდი პატივია, რომ იეჰოვა გვიყენებს ასეთი ადამიანების მოსაძებნად და მათთვის ბიბლიის სასწავლებლად! (ანგ. 2:7; საქ. 10:1, 2).
5 ერთი და ლოცულობდა, რომ ბიბლიის შესწავლა ჰქონოდა. მან თავის სამსახურში გამოსაჩენ ადგილზე დაალაგა ტრაქტატის „გსურთ უკეთ გაეცნოთ ბიბლიას?“ რამდენიმე ეგზემპლარი. ერთმა ქალმა აიღო ტრაქტატი, წაიკითხა ის და დაიწყო თანდართული ტალონის შევსება. დამ დაინახა ის, გამოელაპარაკა და მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო.
6 თანამორწმუნეები, რომლებიც ეფექტურად იწყებენ და ატარებენ ბიბლიის შესწავლებს, დაგეხმარებიან შენი მიზნის მიღწევაში. ილოცე, რომ გქონდეს ბიბლიის შესწავლა და ყველაფერი გააკეთე ამ მიზნის მისაღწევად. შენ შეიძლება მალე განიცადო ის დიდი სიხარული, რაც ბიბლიის შესწავლის ჩატარებას მოაქვს.