სამსახურებრივი შეხვედრის გეგმა
10 დეკემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 46
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. მე-8 გვერდზე მოცემული რჩევების გამოყენებით ან თქვენი ტერიტორიისთვის შესაფერისი სხვა შეთავაზებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“ და დეკემბრის „გამოიღვიძეთ!“.
20 წთ.: თეოკრატიული მსახურების სკოლის გეგმა 2008 წლისთვის. თეოკრატიული სკოლის ზედამხედველის მოხსენება. 2007 წლის ოქტომბრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართიდან ყურადღება გაამახვილე იმ საკითხებზე, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი კრებისთვის. აღნიშნე, თუ რა როლს ასრულებს დამხმარე მრჩეველი. აღძარი ყველა, მთელი გულმოდგინებით მოეკიდონ დავალებების მომზადებას, მონაწილეობა მიიღონ ბიბლიიდან მნიშვნელოვანი აზრების განხილვაში და გაითვალისწინონ ის რჩევები, რომლებიც ყოველკვირეულად ეძლევათ „თეოკრატიული მსახურების სკოლის“ სახელმძღვანელოდან.
15 წთ.: „ანუგეშეთ გულგატეხილები!“a. მოყევი ერთი ან ორი ადგილობრივი შემთხვევა.
სიმღერა 34
17 დეკემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 28
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შერჩეული განცხადებები „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“.
15 წთ.: „ჩვენ კვლავაც გულმოდგინედ უნდა ვიმსახუროთ“b. ინტერვიუ აიღე მაუწყებლისგან, რომელიც ცნობილია მსახურებაში გულმოდგინებით. ჰკითხე, რა ძალისხმევას ახმარს იმას, რომ გულმოდგინება არ დაკარგოს? რა ეხმარება გულმოდგინების შენარჩუნებაში?
20 წთ.: „შევთავაზოთ ჟურნალები, რომლებიც ჭეშმარიტების შესახებ ამოწმებს“c. სთხოვე აუდიტორიას, გააკეთონ კომენტარები 2006 წლის ნოემბრის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ მე-8 გვერდზე მოცემულ თემაზე. მოუწოდე მსმენელებს, წაიკითხონ 1 იანვრის „საგუშაგო კოშკი“ და იანვრის „გამოიღვიძეთ!“ და აღნიშნული ჟურნალები მომდევნო სამსახურებრივ შეხვედრაზე მოიტანონ.
სიმღერა 139
24 დეკემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 212
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. წაიკითხე საფინანსო ანგარიში და ოფისიდან მიღებული სამადლობელი წერილი. მოიხსენიე რომელ ლიტერატურას გავავრცელებთ იანვარში და წარმოადგინე ერთი ინსცენირება.
15 წთ.: მოემზადე მიმდინარე ჟურნალების გასავრცელებლად. აუდიტორიასთან განხილვა, რომელიც დაფუძნებულია 1 იანვრის „საგუშაგო კოშკზე“ და იანვრის „გამოიღვიძეთ!“-ზე. მას შემდეგ, რაც მიმოიხილავ თითოეულ ჟურნალს, ჰკითხე აუდიტორიას, თუ რომელი სტატიები შეიძლება იყოს საინტერესო თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხისთვის და რატომ. სთხოვე მსმენელებს, აღნიშნონ, რომელ სტატიებზე აპირებენ შეთავაზების გაკეთებას. რა შეკითხვას დაუსვამენ მობინადრეს საუბრის დასაწყებად? სტატიაში მითითებულ რომელ მუხლს ამოიკითხავენ ბიბლიიდან? როგორ დააკავშირებენ მუხლს სტატიასთან? „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ დაბეჭდილი ან აუდიტორიის მიერ შემოთავაზებული შეთავაზებების გამოყენებით აჩვენე, როგორ შევთავაზოთ თითოეული ჟურნალი.
20 წთ.: „მიზნად დაისახე ბიბლიის შესწავლის დაწყება“d. ინტერვიუ აიღე ერთი ან ორი მაუწყებლისგან, რომლებმაც ახლახან დაიწყეს ვინმესთან ბიბლიის შესწავლა. როგორ შეძლეს მათ ბიბლიის შესწავლის დაწყება? როგორ მიიწევს წინ შემსწავლელი?
სიმღერა 21
31 დეკემბრით დაწყებული კვირა
სიმღერა 89
10 წთ.: ადგილობრივი განცხადებები. შეახსენე მაუწყებლებს, ჩააბარონ დეკემბრის სამქადაგებლო მსახურების ანგარიში.
15 წთ.: რისკენ აღგვძრავს ღვთისადმი ერთგულება? გამამხნევებელი მოხსენება, რომელიც დაფუძნებულია სასწავლო სტატიაზე, br2-U გვერდები 31, 32.
20 წთ.: შეკითხვების ყუთი. აუდიტორიასთან განხილვა. აღნიშნე თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, ბავშვებს ჰქონდეთ კარგი რეპუტაცია და სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის გულწრფელი სურვილი იმისთვის, რომ შეესაბამებოდნენ მოუნათლავი მაუწყებლისთვის საჭირო მოთხოვნებს.
სიმღერა 202
7 იანვრით დაწყებული კვირა
სიმღერა 159
5 წთ.: ადგილობრივი განცხადებები.
15 წთ.: ადგილობრივი მოთხოვნილებები.
25 წთ.: „იეჰოვას მოწმეთა 2008 წლის საოლქო კონგრესი“e. წარმოადგენს კრების მდივანი. დანართის განხილვამდე წაიკითხე 2007 წლის 15 დეკემბრის წერილი, სადაც აღნიშნულია, თუ სად არის თქვენი კრება მიწვეული.
სიმღერა 99
[სქოლიოები]
a შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
b შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
c შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
d შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.
e შესავალს ერთ წუთზე ნაკლები დაუთმე და კითხვა-პასუხებით განხილვაზე გადადი.