„გიყვარდეთ მთელი საძმო“
ღვთივშთაგონებული ეს სიტყვები დაახლოებით 2 000 წლის წინათ დაიწერა (1 პეტ. 2:17). მაგრამ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სიტყვების გათვალისწინება, ვიდრე ოდესმე. როგორ შეგვიძლია გვიყვარდეს მთელი საძმო? რა უნდა გავაკეთოთ უსიყვარულო ქვეყნიერებაში, სიყვარული რომ არ გაგვინელდეს? (მათ. 24:12). ფილმ „ჩვენი საძმოს“ ნახვის შემდეგ შეეცადეთ, უპასუხოთ ქვემოთ მოცემულ კითხვებს.
1) როდის გავხდით ოფიციალურად ქრისტიანული საძმოს წევრები? 2) რომელ სამ სფეროში ვიღებთ მონაწილეობას საძმოსთან ერთად? 3) როგორი გულმოდგინებით ქადაგებენ ჩვენი და-ძმები ა) ალასკაში, ბ) ევროპის ნავსადგურებსა და გ) პერუს გაუვალ ჯუნგლებში? 4) რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ქადაგება ჩვეულებრივი საქმეა? 5) მოიყვანე მაგალითები, როგორ ანუგეშებენ და მხარში უდგანან იეჰოვას მოწმეები ერთმანეთს, როცა ხდება: ა) მიწისძვრა, ბ) ქარიშხალი და გ) სამოქალაქო ომი. 6) როგორ შეგვიძლია პრაქტიკულად დავამტკიცოთ, რომ იმ ქრისტიანული საძმოს ნაწილი ვართ, რომელიც სიყვარულით გამოირჩევა? (იოან. 13:35). 7) რა დადებითი მხარეები აქვს, როცა და-ძმები ერთად მუშაობენ სამეფო დარბაზების მშენებლობის დროს? 8) როგორ შეინარჩუნეს ჩვენმა და-ძმებმა იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა აკრძალვების დროს აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთში? 9) რა ძალისხმევას ახმარდა ბევრი იეჰოვას მოწმე, კონგრესებს რომ დასწრებოდა და რატომ? 10) როგორ გვეხმარება ეს ფილმი ა) ჩვენს ძმებთან ერთად თაყვანი ვცეთ იეჰოვას ქრისტიანულ შეხვედრებზე? ბ) დავეხმაროთ გასაჭირში მყოფ და-ძმებს? გ) ყოველთვის ერთგულად ვიქადაგოთ შეძლებისდაგვარად? 11) როგორ და როდის შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ფილმი მსახურებაში?
იეჰოვასადმი სიყვარული არის ჩვენი უმთავრესი მიზეზი, თუ რატომ ვართ ამ ქრისტიანული საძმოს ნაწილი. სწორედ ამ მიზეზის გამო გვიყვარს იეჰოვას შესახებ ცოდნის მიღება და სხვებთან მის შესახებ საუბარი. ჩვენ გვიყვარს ხალხი, რომელიც ღმერთს უყვარს. როცა ადამიანებს გაჭირვების დროს ვეხმარებით, არ ველით ღვთისგან მადლობის თქმას. ნაცვლად ამისა, ჩვენ ვუხდით იეჰოვას მადლობას, რომ ასეთი ძვირფასი საძმო გვაჩუქა. ამ უსიყვარულო ქვეყნიერების ბოლო დღეები დასასრულს უახლოვდება. ამიტომ განვაგრძოთ სიყვარულის გამოვლენა მთელი ჩვენი საძმოსადმი.