ახითოფელი
იუდას მთიან მხარეში მდებარე ქალაქ გილოს მკვიდრი (2სმ. 15:12); დავითის ერთ-ერთი ძლიერი ვაჟკაცის, ელიამის მამა და, შესაძლოა, ბათ-შებას პაპა (2სმ. 11:3; 23:34); ახითოფელი დავითის პირადი მრჩეველი იყო. მის გონივრულ რჩევას ისე უყურებდნენ, როგორც იეჰოვასგან მომდინარეს (2სმ. 16:23). მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს დავითის ახლო მეგობარი იყო, მოგვიანებით ვერაგულად უღალატა მას და მეფის წინააღმდეგ ამბოხებაში დავითის ძეს, აბესალომს შეუერთდა. როგორც ამბოხების ერთ-ერთმა მოთავემ, აბესალომს ურჩია, დავითის ხარჭებთან დაწოლილიყო; აგრეთვე ნებართვა ითხოვა, რომ, სანამ დავითი ძალას მოიკრებდა და თავის ხალხს ორგანიზებას გაუწევდა, 12 000-კაციანი ჯარით დაუყოვნებლივ დადევნებოდნენ მას და მოეკლათ (2სმ. 15:31; 16:15, 21; 17:1—4). როცა იეჰოვამ ეს ამბიციური ჩანაფიქრი ჩაშალა და აბესალომმა ხუშაის რჩევა ამჯობინა, ახითოფელი, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ აჯანყება მარცხით დამთავრდებოდა (2სმ. 15:32—34; 17:5—14). მან თავი მოიკლა, რის შემდეგაც ის მამა-პაპის გვერდით დამარხეს (2სმ. 17:23). თუ არ ჩავთვლით ომის დროს ჩადენილ თვითმკვლელობებს, ეს არის თვითმკვლელობის ერთადერთი შემთხვევა, რომელსაც ებრაული წერილები მოიხსენიებს. როგორც ჩანს, ფსალმუნის 55:12—14 საუბრობს ახითოფელის ვერაგობაზე.