დავიხვეწოთ ქადაგებაში — დამოწმება საქმიან უბანზე
რატომ არის მნიშვნელოვანი. ვინაიდან ბევრი მობინადრე მუშაობს, მათ დღის მანძილზე სახლში ვერ ვხვდებით. ამიტომ მათთვის სასიხარულო ცნობის გადასაცემად საუკეთესო ადგილი, ხშირ შემთხვევაში, სამსახურია. ასეთ ადგილებში ქადაგება სასიამოვნოცაა და ნაყოფიერიც; მიზეზი ისაა, რომ კარდაკარ მსახურებისგან განსხვავებით, საქმიან უბანზე ყველა ადგილზე გვხვდება და თავაზიანად გვეპყრობა; ისინი ჩვენში პოტენციურ კლიენტებს ხედავენ. ამგვარმა მსახურებამ შედეგი რომ გამოიღოს, მაუწყებლებმა განსჯის უნარს უნდა მიმართონ და სამაგალითოდ გამოიყურებოდნენ (2 კორ. 6:3). სამსახურებრივმა ზედამხედველმა საგულდაგულოდ უნდა შეისწავლოს, რამდენად ხშირად მუშავდება საქმიანი უბნები და — ვის მიერ.
კარგი იქნება, თუ ამ თვეში ასე მოიქცევი:
მომდევნო ოჯახურ თაყვანისცემაზე გაივარჯიშე შეთავაზება, რომელსაც საქმიან უბანზე მსახურების შემთხვევაში გამოიყენებ.