იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით
ასწავლე ახლებს, არასდროს შეწყვიტონ იეჰოვასადმი მსახურება
გამოცდილება აჩვენებს, რომ ახალი მაუწყებლები, რომლებსაც თავიდანვე აჩვევენ რეგულარულ და გულმოდგინე მსახურებას, ხშირად კარგი მქადაგებლები ხდებიან (იგავ. 22:6; ფილ. 3:16). განვიხილოთ ზოგიერთი რჩევა, თუ როგორ შეგიძლია დაეხმარო ბიბლიის შემსწავლელს, დახელოვნდეს მსახურებაში:
როგორც კი ბიბლიის შემსწავლელი მაუწყებელი გახდება, შეუდექი მის მომზადებას (km 8/15 1). დაანახვე, რამდენად აუცილებელია, ყოველკვირეულ სულიერ განრიგში ქადაგებაც შედიოდეს (ფილ. 1:10). დადებითად ისაუბრე სამქადაგებლო ტერიტორიაზე (ფილ. 4:8). წაახალისე, რომ ითანამშრომლოს სამქადაგებლო ჯგუფის ზედამხედველთან და სხვა მაუწყებლებთან, რათა გამოცდილება შეიძინოს (იგავ. 1:5; km 10/12 6 ¶3).
მონათვლის შემდეგაც არ შეწყვიტო მისი წახალისება და მსახურებაში დახმარება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჯერ კიდევ სწავლობს წიგნს „დარჩი ღვთის სიყვარულში“ (km 12/13 7).
ახალ მაუწყებელთან ერთად ქადაგების დროს გამოიყენე მარტივი შეთავაზებები. როცა თავად გააკეთებს შეთავაზებას, გულწრფელად შეაქე. უთხარი, რაში სჭირდება გაუმჯობესება (km 5/10 7).