ღვთის სიტყვის საუნჯე | საქმეები 6—8
ახალჩამოყალიბებული ქრისტიანული კრება გამოცდის წინაშე
ახალმონათლულ ბერძნულენოვან ქვრივებს, რომლებიც იერუსალიმში უფრო დიდხანს დარჩნენ, ვიდრე აპირებდნენ, უსამართლოდ მოექცნენ კრებაში. დაბრკოლდნენ ისინი ამის გამო თუ დაელოდნენ იეჰოვას, როგორ მოაგვარებდა ამ პრობლემას?
ხომ არ დაკარგეს ქრისტიანებმა ქადაგების ხალისი მას შემდეგ, რაც სტეფანე ჩაქოლეს და სასტიკი დევნის გამო იერუსალიმის კრების წევრებს იუდეასა და სამარიაში მოუწიათ გაქცევა?
იეჰოვას დახმარებით ახალჩამოყალიბებულმა ქრისტიანულმა კრებამ გაუძლო სირთულეებს. მეტიც, გაძლიერდა და გაიზარდა (საქ. 6:7; 8:4).
ჰკითხე საკუთარ თავს: როგორ ვუმკლავდები განსაცდელებს?