საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwbr20 სექტემბერი გვ. 1
  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ (2020)
  • ქვესათაურები
  • 7—13 სექტემბერი
  • 21—27 სექტემბერი
  • 28 სექტემბერი — 4 ოქტომბერი
წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ (2020)
mwbr20 სექტემბერი გვ. 1

წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

7—13 სექტემბერი

ღვთის სიტყვის საუნჯე | გამოსვლა 23, 24

„არ აჰყვე უმრავლესობას“

it „სიბრმავე“

მსაჯულთა მექრთამეობის გამო სამართლის გამრუდება სიბრმავეს იყო შედარებული. კანონში არაერთი გაფრთხილება იყო იმის თაობაზე, რომ ქრთამს, საჩუქრებსა და ვინმესადმი მიკერძოებას შეიძლება იმდენად დაებრმავებინა მოსამართლე, რომ სამართალი გაემრუდებინა. „ქრთამი გამჭრიახს აბრმავებს“ (გმ. 23:8). „ქრთამი ბრძენს აბრმავებს“ (კნ. 16:19). რაც არ უნდა პატიოსანი და გამჭრიახი ყოფილიყო მოსამართლე, ქრთამსა და საჩუქარს შეიძლება მის გადაწყვეტილებაზე მოეხდინა გავლენა და გააზრებულად თუ გაუაზრებლად მიკერძოება გამოევლინა. ღვთის კანონში ნათლად იკვეთებოდა ის აზრი, რომ მოსამართლე არა მხოლოდ ქრთამს, არამედ შეიძლება საკუთარ გრძნობებსაც დაებრმავებინა: „ნუ იქნები მიკერძოებული — ნურც ღარიბს მიემხრობი და ნურც მდიდარს“ (ლვ. 19:15). მოსამართლეს სიბრალულის ან ხალხის თვალში აღიარების მოპოვების გამო არ უნდა გამოეტანა არასწორი განაჩენი მდიდრის წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ, რომ ის მდიდარი იყო (გმ. 23:2, 3).

21—27 სექტემბერი

ღვთის სიტყვის საუნჯე | გამოსვლა 27, 28

რას გვასწავლის მღვდლების ჩაცმულობა?

it „შუბლი“

ისრაელის მღვდელმთავარი. მღვდელმთავრის თავსაბურავის წინა მხარეს, რომელიც მის შუბლს ფარავდა, მიმაგრებული იყო ოქროს ფირფიტა, „მიძღვნის წმინდა ნიშანი“. როგორც ბეჭედი იტვიფრებოდა ქვაზე, ისე იყო ამოტვიფრული მასზე სიტყვები: „წმინდაა იეჰოვა“ (გმ. 28:36—38; 39:30). ვინაიდან მღვდელმთავარი იყო ღვთის წინაშე ისრაელი ერის მთავარი წარმომადგენელი, მღვდელმსახურების დროს სიწმინდე უნდა შეენარჩუნებინა. ოქროს ფირფიტაზე ამოტვიფრული წარწერა მთელ ერს შეახსენებდა, რომ ღვთისმსახურების დროს სიწმინდე უნდა დაეცვათ. გარდა ამისა, ეს სიმბოლო იმაზე მიანიშნებდა, რომ ღვთის მიერ დანიშნული დიდებული მღვდელმთავრის, იესოს მსახურება იეჰოვას სიწმინდეს უჭერს მხარს (ებ. 7:26).

28 სექტემბერი — 4 ოქტომბერი

ღვთის სიტყვის საუნჯე | გამოსვლა 29, 30

გამოიკვლიე ღვთის სიტყვის სიღრმეები

it „ხელი“

ხელების დადება. საგანზე ან ადამიანზე ხელის დადებას სხვადასხვა დატვირთვა ჰქონდა. ძირითადად ამ ჟესტით იმაზე მიუთითებდნენ, რომ ვინმეს ან რამეს მნიშვნელოვანი როლი ეკისრა. აარონმა და მისმა ვაჟებმა მღვდლად კურთხევის დროს ხელები დაადეს თავზე მოზვერს და ორ ვერძს, რომლებიც მსხვერპლად უნდა შეეწირათ. ამგვარად ისინი აღიარებდნენ, რომ ეს ცხოველები მათთვის იწირებოდა, რათა იეჰოვას მღვდლები გამხდარიყვნენ (გმ. 29:10, 15, 19; ლვ. 8:14, 18, 22). როცა ღვთის მითითებისამებრ მოსე თავისი საქმის გამგრძელებლად იესო ნავეს ძეს ნიშნავდა, ხელი დაადო მას, რის შედეგადაც იესო ნავეს ძე ღვთის სიბრძნით აღივსო. ახლა ის უკვე მზად იყო, გაძღოლოდა ისრაელ ერს (კნ. 34:9). გარდა ამისა, როცა ვინმეს ხელს ადებდნენ, ამით მიუთითებდნენ, რომ ის კურთხევებს მიიღებდა (დბ. 48:14; მრ. 10:16). განკურნების დროს იესო ქრისტე ზოგს ხელს ადებდა ან ეხებოდა (მთ. 8:3; მრ. 6:5; ლკ. 13:13). ზოგჯერ მოციქულების ხელის დადებით ადამიანები წმინდა სულს იღებდნენ (სქ. 8:14—20; 19:6).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება