წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
4—10 ᲛᲐᲠᲢᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 16, 17
ღვთის სიტყვის სიღრმეები
it „გუგა“
როცა ებრაული სიტყვა ʼიშონ (კნ. 32:10; იგ. 7:2) თვალთან [ʼაინ] მიმართებით გამოიყენება, სიტყვასიტყვით ნიშნავს „პატარა კაცი თვალში“; გოდების 2:18-ში გამოყენებული სიტყვა ბათ კი „თვალის ასულს“. ეს ორივე სიტყვა თვალის გუგაზე მიუთითებს. ფსალმუნის 17:8-ში ხაზგასმის მიზნით ორივე სიტყვა გვხვდება (ʼიშონ, ბათ-ʼაინ) „პატარა კაცი თვალში, თვალის ასული“, რაც ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანში თვალის გუგადაა გადმოტანილი. როგორც ჩანს, ეს სიტყვები თვალის გუგაზე არეკლილ პატარა გამოსახულებაზე მიუთითებს, როცა ადამიანი სხვის თვალში საკუთარ სილუეტს ხედავს.
თვალი განსაკუთრებით მგრძნობიარე და სათუთი ორგანოა. როცა ქუთუთოსა და თვალის კაკალს შორის პატარა თმის ღერი ან მტვრის ნაწილაკი ხვდება, გაღიზიანებას იწვევს და ადვილი შესამჩნევი ხდება. თვალის გუგა დაფარულია გამჭვირვალე გარსით, რქოვანათი, რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. თუ რქოვანა ტრავმის დროს გაიკაწრა ან რაიმე დაავადების გამო დაიბინდა, შეიძლება მხედველობის გაუარესება ან სიბრმავეც კი გამოიწვიოს. ბიბლიაში „თვალის გუგა“ გამოიყენება როგორც აზრის მკაფიოდ და მძაფრად გამოსახატავად, ისე რაიმე სათუთთან მიმართებითაც, რომელსაც სიფრთხილით მოპყრობა სჭირდება. იგავების 7:2-ში ნათქვამია, რომ თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ ღვთის კანონს. კანონის 32:10-ში სიტყვა თვალისჩინი იმ აზრის გამოსახატავად გამოიყენება, თუ როგორ უფრთხილდებოდა იეჰოვა ისრაელ ერს და როგორ ზრუნავდა მასზე. ფსალმუნების 17:8-ში კი დავითი იეჰოვას სთხოვდა, რომ თვალის გუგასავით გაფრთხილებოდა. დავითს სურდა, რომ იეჰოვას მის დასაცავად სწრაფად ემოქმედა, როცა მტერი თავს დაესხმებოდა (შდრ. ზქ. 2:8, სადაც ორი ებრაული სიტყვა, ბავათ და ʼაინ არის გამოყენებული).
11—17 ᲛᲐᲠᲢᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 18
it „ხმა“
იეჰოვა ისმენს თავის მსახურთა ხმას. ნებისმიერ ენაზე მოსაუბრე ადამიანს, რომელიც ღმერთს „სულითა და ჭეშმარიტებით“ სცემს თაყვანს, შეუძლია მიმართოს მას ლოცვით იმაში დარწმუნებულმა, რომ ის შეისმენს მის სათხოვარს. ლოცვას ღმერთი მაშინაც ისმენს, როცა სიტყვებს ხმამაღლა არ წარმოვთქვამთ. იეჰოვა, რომელიც გულებს ხედავს, ყურად იღებს ჩვენს ვედრებას (ფს. 66:19; 86:6; 116:1; 1სმ. 1:13; ნემ. 2:4). ის უსმენს დაჩაგრულებს, რომლებიც შველას სთხოვენ; მას თავისი მტრების ხმაც ესმის და იცის, რას განიზრახავენ ისინი მისი ხალხის წინააღმდეგ (დბ. 21:17; ფს. 55:18, 19; 69:33; 94:9—11; იერ. 23:25).
it „ქერუბიმები“
ისინი არ ჰგავდნენ შემზარავ ფრთოსან გამოსახულებებს, რომლებსაც ისრაელის გარშემო მცხოვრები წარმართი ერები ეთაყვანებოდნენ, როგორც ამას ზოგიერთი ამტკიცებს. იუდაური ტრადიცია ბოლომდე უჭერს მხარს იმ აზრს, რომ ამ ქერუბიმებს ადამიანის ფორმა ჰქონდათ, თუმცა ბიბლია ამ საკითხზე არაფერს ამბობს. ისინი ხელოვნების ნატიფ ნიმუშებს წარმოადგენდნენ, ზედმიწევნით „იმ ნიმუშის მიხედვით“ იყვნენ გაკეთებული, რომელიც მოსემ თვით იეჰოვასგან მიიღო და ზეციური ქმნილებების არაჩვეულებრივ სილამაზეს ასახავდნენ (გმ. 25:9). მოციქული პავლე მათ „დიდებულ ქერუბიმებს“ უწოდებს და ამბობს, რომ ისინი „შერიგების საფარს ჩრდილით ფარავდნენ“ (ებ. 9:5). კარავში იეჰოვა სწორედ ამ ორ ქერუბიმს შორის ცხადდებოდა: „იქ გამოგეცხადები და დაგელაპარაკები სახურავის ზემოდან, ორ ქერუბიმს შორის, რომლებიც მოწმობის კიდობანზე არიან“ (გმ. 25:22; რც. 7:89). ამიტომაც ეწოდება იეჰოვას „ქერუბიმებზე [ან მათ შორის] მჯდომი“ (1სმ. 4:4; 2სმ. 6:2; 2მფ. 19:15; 1მტ. 13:6; ფს. 80:1; 99:1; ეს. 37:16). სიმბოლურად ქერუბიმები იმ „ეტლის ნიმუშს“ წარმოადგენდნენ, რომელზეც იეჰოვა იყო ამხედრებული (1მტ. 28:18). ისინი თავიანთი ფრთებით ეტლის დაუბრკოლებლივ სვლასა და სისწრაფეს უზრუნველყოფდნენ. დავითმა პოეტურად აღწერა, თუ რა სისწრაფით მივიდა იეჰოვა მის დასახმარებლად: „ქერუბიმზე ამხედრებული მოფრინავდა, სულის ფრთებით მოქროდა“ (2სმ. 22:11; ფს. 18:10).
18—24 ᲛᲐᲠᲢᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲤᲡᲐᲚᲛᲣᲜᲔᲑᲘ 19—21
g95 11/8 7 ¶3
ჩვენი დროის ყველაზე დაუფასებელი ხელოვანი
თუ დავაკვირდებით შემოქმედებას, უკეთ გავიცნობთ ჩვენს შემოქმედს და დავაფასებთ მის ნახელავს. ერთხელ იესომ მოწაფეებს მოუწოდა, დაკვირვებოდნენ მინდვრის ყვავილებს, რომლებიც გალილეის ზღვის გარშემო იზრდებოდა: „ისწავლეთ მინდვრის შროშნებისგან; ისინი ხომ ისე იზრდებიან, რომ არც შრომობენ და არც ართავენ. გეუბნებით, თვით დიდი სოლომონიც კი არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი“ (მთ. 6:28, 29). ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ყვავილების სილამაზე შეგვახსენებს, რომ ღმერთი ზრუნავს ჩვენს საჭიროებებზე.