დავიხვეწოთ მსახურებაში — ქადაგება მასთან, ვინც უცხო ენაზე საუბრობს
რატომ არის მნიშვნელოვანი. იეჰოვა დაინტერესებულია ყველა ეროვნების ადამიანის კეთილდღეობით (საქ. 10:34, 35). ამიტომაც იესომ იწინასწარმეტყველა, რომ სასიხარულო ცნობას „მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის“ იქადაგებდნენ (მათ. 24:14). ზაქარიამ კი იწინასწარმეტყველა, რომ სასიხარულო ცნობას ყველა ენის ხალხი გამოეხმაურებოდა (ზაქ. 8:23). ხოლო იოანე მოციქულმა ხილვაში ნახა, რომ მათ შორის, ვინც დიდ გასაჭირს გადაიტანდა, იქნებოდნენ ადამიანები „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ (გამოცხ. 7:9, 13, 14). ზემოთქმულის გათვალისწინებით, როდესაც სამქადაგებლო უბანზე უცხო ენაზე მოსაუბრეს შევხვდებით, უნდა ვეცადოთ, რომ ვუქადაგოთ.
კარგი იქნება, თუ ამ თვეში ასე მოიქცევი:
მომდევნო ოჯახური თაყვანისცემის საღამოზე გაითამაშე ინსცენირება, თუ როგორ უქადაგებ უცხო ენაზე მოსაუბრეს.