იეჰოვას დღე ახლოსაა
1 ქრისტიანები მოუთმენლად ელიან იეჰოვას დღის დადგომას, როდესაც ის მოსპობს ახლანდელ სისტემას და დაამყარებს სამართლიან ახალ ქვეყნიერებას (2 პეტ. 3:12, 13). ვინაიდან ჩვენ არ ვიცით, ზუსტად როდის დადგება ეს დღე, სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ და სხვებსაც დავეხმაროთ იმავეში (ეზეკ. 33:7—9; მათ. 24:42—44). ღვთის წინასწარმეტყველურ სიტყვაზე დაფიქრება რწმენას გაგვიძლიერებს, რომ „ახლოს არის უფლის დიდი დღე“ (სოფ. 1:14).
2 მსოფლიო მპყრობელები იცვლებიან. გამოცხადების 17:9—11-ის თანახმად, იოანე მოციქული მოიხსენიებს „შვიდ მეფეს“, რომლებიც თანამიმდევრობით წარმოადგენენ მსოფლიოს შვიდ მპყრობელს. იოანე აგრეთვე მოიხსენიებს „მერვე მეფეს“, რომელიც ამჟამად გაერთიანებული ერების ორგანიზაციაა. ველოდებით სხვა მსოფლიო მპყრობელის გამოჩენას? არა, წინასწარმეტყველებაში ნათქვამია, რომ ეს მერვე მეფე „დასაღუპავად მიდის“, რომლის შემდეგაც არავითარი მომავალი მიწიერი მეფე აღარ მოიხსენიება მასში. გეხმარება ეს წინასწარმეტყველება იმის დანახვაში, თუ რა დროში ვცხოვრობთ?
3 დანიელის 2:31—45 გვეხმარება, გავიგოთ იეჰოვას დღის მოსვლა. ამ წინასწარმეტყველებაში ნაბუქოდონოსორის მიერ სიზმარში ნანახი უზარმაზარი კერპი ასიმბოლოებს მსოფლიო მპყრობელებს, რომლებიც ერთმანეთს ცვლიდნენ. ამ მპყრობელთაგან ყველა გამოჩნდა. რომელი მპყრობელი მმართველობს დღეს? მმართველობის ამ პერიოდს ასიმბოლოებს კერპის ფეხები. წინასწარმეტყველება ნათლად აღწერს, თუ რა მოხდება შემდეგ. ადამიანური მმართველობა სრულიად აღმოიფხვრება და დამყარდება „სამეფო, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა“. შეგიძლია აქედან იმის დანახვა, რომ იეჰოვას დღე ახლოსაა?
4 შემდგომი მტკიცება. ჩვენ თვითმხილველები ვართ კიდევ ერთი მტკიცებისა, რომ იეჰოვას დღე ახლოსაა. ჩვენ ვხედავთ, რომ სრულდება ის, რაც მოციქულმა პავლემ „ბოლო დღეებში“ მცხოვრები ადამიანების შესახებ იწინასწარმეტყველა (2 ტიმ. 3:1—5). და მონაწილეობას ვიღებთ მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე დამოწმების საქმეში, რომელიც მანამდე უნდა შესრულდეს, ვიდრე აღსასრული დადგება (მათ. 24:14). დაე ჩვენს საჯარო ქადაგებაში კვლავაც აირეკლოს ანგელოზის მოწოდებაში გამოხატული გადაუდებლობა: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგან მოვიდა მისი სასამართლოს საათი“ (გამოცხ. 14:6, 7).